https://sputnik-georgia.com/20220816/erevnis-savawro-centrsi-momxdari-tragediis-gamo-somxetsi-glova-gamocxadda-269511449.html
ერევნის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ტრაგედიის გამო სომხეთში გლოვა გამოცხადდა
ერევნის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ტრაგედიის გამო სომხეთში გლოვა გამოცხადდა
Sputnik საქართველო
აფეთქების შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, კიდევ სამი უგზო-უკვლოდ დაკარგულია
2022-08-16T22:12+0400
2022-08-16T22:12+0400
2022-08-16T23:10+0400
ახალი ამბები
სომხეთი
კავკასია
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/10/269504849_0:25:3205:1828_1920x0_80_0_0_d8de4de94b9e0cdcb55457fab9447719.jpg
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. სომხეთში სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი ტრაგედიის გამო 17-18 აგვისტოს ორდღიანი გლოვა გამოცხადდა, იუწყება ქვეყნის მთავრობის პრეს-სამსახური.„2022 წლის 14 აგვისტოს „ერევნის საკონსერვო ქარხნის“ ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრისა და აფეთქების შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად 2022 წლის 17 და 18 აგვისტოს სომხეთის ტერიტორიაზე გლოვაა გამოცხადებული“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ ხელმოწერილ გადაწყვეტილებაში, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ ძლიერი აფეთქება 14 აგვისტოს, შუადღისას მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა ორსული და მცირეწლოვანი ბავშვი. იდენტიფიცირებულია 14 პირი. 3 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული. შვიდი მოქალაქე ჰოსპიტალში მკურნალობს. აფეთქების შედეგად სულ დაშავდა 62 ადამიანი.აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ. საგამოძიებო კომიტეტმა საქმე სახანძრო უსაფრთხოების წესების და იოლად აალებადი მასალების შენახვის წესების დარღვევის მუხლით აღძრა, რასაც გაუფრთხილებლობით ადამიანების დაღუპვა მოჰყვა.
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/10/269504849_83:0:2814:2048_1920x0_80_0_0_2fb5ea0724bc3824bce9e2b08ba5e281.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ერევანი სავაჭრო ცენტრი სურმალუ ტრაგედია სომხეთი გლოვა
ერევანი სავაჭრო ცენტრი სურმალუ ტრაგედია სომხეთი გლოვა
ერევნის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ტრაგედიის გამო სომხეთში გლოვა გამოცხადდა
22:12 16.08.2022 (განახლებულია: 23:10 16.08.2022) აფეთქების შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, კიდევ სამი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. სომხეთში სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი ტრაგედიის გამო 17-18 აგვისტოს ორდღიანი გლოვა გამოცხადდა, იუწყება ქვეყნის მთავრობის პრეს-სამსახური.
„2022 წლის 14 აგვისტოს „ერევნის საკონსერვო ქარხნის“ ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრისა და აფეთქების შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად 2022 წლის 17 და 18 აგვისტოს სომხეთის ტერიტორიაზე გლოვაა გამოცხადებული“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ ხელმოწერილ გადაწყვეტილებაში, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ ძლიერი აფეთქება 14 აგვისტოს, შუადღისას მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა ორსული და მცირეწლოვანი ბავშვი. იდენტიფიცირებულია 14 პირი. 3 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული. შვიდი მოქალაქე ჰოსპიტალში მკურნალობს. აფეთქების შედეგად სულ დაშავდა 62 ადამიანი.
აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ. საგამოძიებო კომიტეტმა საქმე სახანძრო უსაფრთხოების წესების და იოლად აალებადი მასალების შენახვის წესების დარღვევის მუხლით აღძრა, რასაც გაუფრთხილებლობით ადამიანების დაღუპვა მოჰყვა.