აფეთქება ერევანში: სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიხანძარი სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“
ხანძარი სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
გამოწერა
აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ექვსი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ ხანძარი მთლიანად ჩააქრეს, იუწყება სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ ძლიერი აფეთქება 14 აგვისტოს, შუადღისას მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ.
ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა ორსული და მცირეწლოვანი ბავშვი. იდენტიფიცირებულია 14 პირი. ექვსი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული. შვიდი მოქალაქე ჰოსპიტალში მკურნალობს. აფეთქების შედეგად დაშავდა სულ 62 კაცი, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
საგამოძიებო კომიტეტმა საქმე სახანძრო უსაფრთხოების წესების და იოლად აალებადი მასალების შენახვის წესების დარღვევის მუხლით აღძრა, რასაც გაუფრთხილებლობით ადამიანების დაღუპვა მოჰყვა.
ყველა ახალი ამბავი
0