https://sputnik-georgia.com/20220816/269483718.html
დედამიწის მოსახლეობამ 8 მლრდ-ს გადააჭარბა: საქართველოს და მსოფლიოს რეალური მონაცემები
დედამიწის მოსახლეობამ 8 მლრდ-ს გადააჭარბა: საქართველოს და მსოფლიოს რეალური მონაცემები
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. პლანეტის მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა და დღეისათვის 8.009.783.500-ზე მეტ კაცს შეადგენს, რაც იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე ამას... 16.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-16T12:31+0400
2022-08-16T12:31+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
საზოგადოება
დემოგრაფია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24625/29/246252986_0:317:3076:2047_1920x0_80_0_0_244d726eb87914f745e6591beb3cf168.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. პლანეტის მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა და დღეისათვის 8.009.783.500-ზე მეტ კაცს შეადგენს, რაც იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე ამას გაერო პროგნოზირებდა. მონაცემები გამოქვეყნებულია სერვის Countrymeters-ზე, რომელიც რეალურ დროში ითვლის დედამიწის მოსახლეობას.სერვისის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოში მამაკაცების რაოდენობა (50,5%) უფრო მეტია, ვიდრე ქალებისა (49,5%).მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:საქართველო აღნიშნულ სიაში 132-ე ადგილზეა 3.867.168 კაცით. ამასთან ქვეყანაში მამაკაცების რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ქალებისა: მამაკაცები — 1.821.024 (47,1%), ქალები — 2.046.048 (52,9%).სერვისის მონაცემებით, დღეს, ამ წუთისთვის, საქართველოში დაიბადა 75 და გარდაიცვალა 63 ადამიანი.ამ მომენტის მონაცემებით, წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დაიბადა 33 ათასზე მეტი და გარდაიცვალა 27 ათასზე მეტი კაცი.საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ლიდერობს რუსეთი – 146.060.429 კაცით.შემდეგ მოდიან:გაეროს მანამდე გამოქვეყნებული პროგნოზით, დედამიწის მოსახლეობას 8 მილიარდი კაცისთვის მიმდინარე წლის 15 ნოემბრისთვის უნდა მიეღწია.წყარო: Countrymeters
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24625/29/246252986_410:354:2667:2047_1920x0_80_0_0_f84fb2bf2e7fdf84325de3420f8a1340.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, დემოგრაფია, მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება, დემოგრაფია, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. პლანეტის მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა და დღეისათვის 8.009.783.500-ზე მეტ კაცს შეადგენს, რაც იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე ამას გაერო პროგნოზირებდა.
მონაცემები გამოქვეყნებულია სერვის Countrymeters-ზე, რომელიც რეალურ დროში ითვლის დედამიწის მოსახლეობას.
სერვისის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოში მამაკაცების რაოდენობა (50,5%) უფრო მეტია, ვიდრე ქალებისა (49,5%).
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
ჩინეთი – 1,456 მლრდ-ზე მეტი;
ინდოეთი — 1, 419 მლრდ-ზე მეტი;
ინდონეზია — 281 მლნ-ზე მეტი;
პაკისტანი — 231 მლნ-ზე მეტი.
საქართველო აღნიშნულ სიაში 132-ე ადგილზეა 3.867.168 კაცით. ამასთან ქვეყანაში მამაკაცების რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ქალებისა: მამაკაცები — 1.821.024 (47,1%), ქალები — 2.046.048 (52,9%).
სერვისის მონაცემებით, დღეს, ამ წუთისთვის, საქართველოში დაიბადა 75 და გარდაიცვალა 63 ადამიანი.
ამ მომენტის მონაცემებით, წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დაიბადა 33 ათასზე მეტი და გარდაიცვალა 27 ათასზე მეტი კაცი.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ლიდერობს რუსეთი – 146.060.429 კაცით.
თურქეთი – 87.644.313 კაცით;
აზერბაიჯანი – 10.465.410 კაცით;
სომხეთი – 2.988.761 კაცით.
გაეროს მანამდე გამოქვეყნებული პროგნოზით, დედამიწის მოსახლეობას 8 მილიარდი კაცისთვის მიმდინარე წლის 15 ნოემბრისთვის უნდა მიეღწია.