რვადღიანი ძებნის შემდეგ კასპში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2022
გამოწერა
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. რვადღიანი ძებნის შემდეგ კასპში გაუჩინარებული 27 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
27 წლის ბექა რევაზიშვილი სოფელ გომიდან 6 აგვისტოს, შუადღისას გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ცხედარი მდინარე მტკვარში ნახეს.
მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველები და კინოლოგები იყვნენ ჩართული.
ამჟამად მამაკაცის გარდაცვალების შესახებ სხვა დეტალები უცნობია.
წყარო: რუსთავი 2
ყველა ახალი ამბავი
0