ხვიჩა კვარაცხელიას ტრიუმფალური დებიუტი „ნაპოლის“ შემადგენლობაში

© SSC Napoliბანერი ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით
ბანერი ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2022
გამოწერა
ხვიჩამ გადაცემა ფლანგიდან მიიღო და თავური დარტყმით „ნაპოლის“ შემადგენლობაში საკუთარი გოლების ანგარიში გახსნა.
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრიუმფალურად ჩაატარა სადებიუტო მატჩი სერია А-ში და იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში „ნაპოლის“ „ვერონას“ დამარცხებაში დაეხმარა.
კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში პირველი გოლი მატჩის 37-ე წუთზე გაიტანა. ხვიჩამ გადაცემა ფლანგიდან მიიღო და თავური დარტყმით „ნაპოლის“ შემადგენლობაში საკუთარი გოლების ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში კვარაცხელიამ საგოლე გადაცემაც მიითვალა - 55-ე წუთზე ზელენსკიმ მეტოქის კარი ხვიჩას პასის შემდეგ აიღო.
შედეგად „ნაპოლიმ“ სერია А-ს პირველ ტურში ანგარიშით 5:2 მოიგო.
საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა აპრილში „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში ასპარეზობს.
ყველა ახალი ამბავი
0