ბავშვი წვნიანს არ ჭამს? ინფექციონისტი დედებსა და ბებიებს მიმართავს

© Pixabay / YashilGქათმის წვნიანი
ქათმის წვნიანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2022
გამოწერა
ნუთუ ასეთი სასარგებლოა წვნიანი და ღირს კი დავაძალოთ ბავშვს მისი ჭამა? ამ კითხვას ინფექციონისტი პასუხობს.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. მშობლები ხშირად ჩივიან, რომ მათი შვილები წვნიანს არ ჭამენ, ამის გამო დაძალება უწევთ, რაც არასწორია, აცხადებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
ბავშვთა კვების რეჟიმის თემა სპეციალისტმა სოციალურ ქსელში წამოაყენა.
მისი თქმით, წვნიანის სარგებლობა შეიძლება იმას უკავშირდება, რომ ის ბოსტნეულსა და სითხეს შეიცავს, იწვევს სისავსის შეგრძნებას. მაგრამ თუ ბავშვი ისედაც იღებს საკმარისი რაოდენობის ბოსტნეულსა და სითხეს, აღარ არის საჭირო ვაიძულოთ მას, ბოსტნეული მოხარშული სახით მიიღოს, რომელიც ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე უმი, აცხადებს ინფექციონისტი.

„პაციენტებს ხშირად ვეკითხები კვების რეჟიმის შესახებ, განსაკუთრებით, როცა პაციენტი ბავშვია. უმრავლეს შემთხვევაში ერთნაირი სცენარია ხოლმე: დედა ან ბებია ძალიან უკმაყოფილო აღნიშნავს, რომ ბავშვი ძალიან ცუდად იკვებება. რომ ჩავეკითხები, აღმოჩნდება, რომ უკმაყოფილების მიზეზი არის ის, რომ „არ ჭამს წვნიანებს“, – წერს ბუწაშვილი.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ მოითხოვენ ასე დაჟინებით უფროსები, რომ ბავშვებმა წვნიანი ჭამონ.
„ზოგისთვის ბავშვობის მწარე მოგონებაა, სუპებს რომ აძალებდნენ და მერე თვითონ აძალებს თავის შვილს, თითქოს ეს ტრადიცია მემკვიდრეობით გადადის და თან არავინ იცის, რატომ“, – წერს ბუწაშვილი.
როგორც ცნობილია, სუპს ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ათბობს ზამთარში და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. ასევე სუპები ნაკლებად კალორიულია, ამიტომ ის დიეტურ საკვებს მიეკუთვნება.
ყველა ახალი ამბავი
0