https://sputnik-georgia.com/20220815/simsiloba-cixesi-penitenciuri-samsaxuris-gancxadeba-269454299.html
შიმშილობა ციხეში - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
შიმშილობა ციხეში - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
პენიტენციურმა სამსახურმა მასმედიას მოუწოდა, არ გაავრცელოს შეუმოწმებელი ინფორმაცია. 15.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-15T18:12+0400
2022-08-15T18:12+0400
2022-08-15T22:20+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/03/261768310_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_f6b5c9ef9fbb71de5bcf18a5bbe4a82e.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს სატელევიზიო სიუჟეტს იმის შესახებ, რომ გარდაბნის №6 მკაცრი რეჟიმის ციხეში დაახლოებით ათი პატიმარი შიმშილობს და საპატიმროს მედპერსონალი მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევს.ამავე სიუჟეტში, რომელიც ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში გავიდა, ნათქვამი იყო, რომ პატიმრებს, თუ ციხეში პირობების გამო პროტესტს გამოთქვამდნენ, უკანონოდ უწესებდნენ შეზღუდვებს – უკრძალავდნენ სატელეფონო ზარებს და პაემნებს ნათესავებთან.პენიტენციურმა სამსახურმა შიმშილობის ფაქტი დაადასტურა, მაგრამ დააზუსტა, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მხოლოდ სამმა ადამიანმა მიმართა.რაც შეეხება გიორგი ჭელიძეს, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი, №6 ციხეში მოხვედრის შემდეგ მას ჩაუტარდა მრავალმხრივი მკურნალობა და არაერთხელ გაეწია სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია. ჭელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა 11 და 12 აგვისტოს შეამოწმეს ოჯახის ექიმებმა და მას არანაირი ჩივილი არ ჰქონია, აღნიშნულია განცხადებაში.ამავე დროს პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნა, რომ ციხის ადმინისტრაცია დისციპლინურ სასჯელს პატიმრის მიერ დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ კანონის სრული დაცვით მიმართავს.საქართველოში ახალ პატიმრობის კოდექსზე მუშაობენ>>უწყების ინფორმაციით, ჭელიძემ არაერთხელ დაარღვია დისციპლინა და მის მიმართ რამდენჯერმე გამოიყენეს დისციპლინური სასჯელი.სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მასმედიას, თავი შეიკავონ შეუმოწმებელი მონაცემების გავრცელებისგან, რაც, პირველ რიგში, აზიანებს პატიმრებისა და მათი ოჯახების ინტერესებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში, აზარალებს უწყების იმიჯს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას ემსახურება, ნათქვამია განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/03/261768310_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_50ac1bf696b8e9fdc1c5aa71ebcc40db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
შიმშილობა ციხეში - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
18:12 15.08.2022 (განახლებულია: 22:20 15.08.2022) პენიტენციურმა სამსახურმა მასმედიას მოუწოდა, არ გაავრცელოს შეუმოწმებელი ინფორმაცია.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს სატელევიზიო სიუჟეტს იმის შესახებ, რომ გარდაბნის №6 მკაცრი რეჟიმის ციხეში დაახლოებით ათი პატიმარი შიმშილობს და საპატიმროს მედპერსონალი მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევს.
ამავე სიუჟეტში, რომელიც ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში გავიდა, ნათქვამი იყო, რომ პატიმრებს, თუ ციხეში პირობების გამო პროტესტს გამოთქვამდნენ, უკანონოდ უწესებდნენ შეზღუდვებს – უკრძალავდნენ სატელეფონო ზარებს და პაემნებს ნათესავებთან.
პენიტენციურმა სამსახურმა შიმშილობის ფაქტი დაადასტურა, მაგრამ დააზუსტა, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მხოლოდ სამმა ადამიანმა მიმართა.
„აღსანიშნავია, რომ ორმა მათგანმა შიმშილობა გამოაცხადა მხოლოდ 14 აგვისტოს, აღნიშნული მედიასაშუალების სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ. რაც შეეხება მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებას, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მედიკოსები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში და ნებისმიერ ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნისთანავე აწვდიან სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება გიორგი ჭელიძეს, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი, №6 ციხეში მოხვედრის შემდეგ მას ჩაუტარდა მრავალმხრივი მკურნალობა და არაერთხელ გაეწია სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია. ჭელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა 11 და 12 აგვისტოს შეამოწმეს ოჯახის ექიმებმა და მას არანაირი ჩივილი არ ჰქონია, აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე დროს პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნა, რომ ციხის ადმინისტრაცია დისციპლინურ სასჯელს პატიმრის მიერ დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ კანონის სრული დაცვით მიმართავს.
უწყების ინფორმაციით, ჭელიძემ არაერთხელ დაარღვია დისციპლინა და მის მიმართ რამდენჯერმე გამოიყენეს დისციპლინური სასჯელი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მასმედიას, თავი შეიკავონ შეუმოწმებელი მონაცემების გავრცელებისგან, რაც, პირველ რიგში, აზიანებს პატიმრებისა და მათი ოჯახების ინტერესებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში, აზარალებს უწყების იმიჯს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას ემსახურება, ნათქვამია განცხადებაში.