მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უცნობმა მამაკაცმა ჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა - დაწყებულია გამოძიება

© photo: Sputnik / Dmitriy Parshin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2022
გამოწერა
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. უცნობმა მამაკაცმა აშშ-ის კონგრესის შენობასთან რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში, შემდეგ კი თავი მოიკლა, იუწყება კაპიტოლიუმის პოლიცია.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 4:00 საათზე მამაკაცი მანქანით შეეჯახა კონგრესის მახლობლად ბარიერს, რის შედეგადაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გამოსულმა მამაკაცმა რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო როდესაც პოლიციის თანამშრომლები მისკენ დაიძრნენ, თავი მოიკლა.

„როგორც ჩანს, მამაკაცს კონგრესის წევრები არ ჰქოლია მიზანში. ისინი ახლა შვებულებაში არიან. ამასთან არ ეტყობა, რომ პოლიციელებმა იარაღი გამოიყენეს“, — განაცხადეს პოლიციაში.

მათი ინფორმაციით, ინციდენტისას ავტომობილის მძღოლის გარდა არავინ დაშავებულა. მამაკაცის მოტივი ამ დროისათვის უცნობია. დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0