https://sputnik-georgia.com/20220815/saqartvelos-finansta-ministri-laris-kursi-uaxloes-momavalsi-stabiluri-iqneba-269471657.html
საქართველოს ფინანსთა მინისტრი: ლარის კურსი უახლოეს მომავალში სტაბილური იქნება
საქართველოს ფინანსთა მინისტრი: ლარის კურსი უახლოეს მომავალში სტაბილური იქნება
Sputnik საქართველო
ყოველდღიური მონაცემებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მერყეობა, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ლარი იქნება სტაბილური, განაცხადა მინისტრმა
2022-08-15T22:27+0400
2022-08-15T22:27+0400
2022-08-15T23:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ლარის კურსი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/97/234069725_1:0:1500:843_1920x0_80_0_0_96243591a4757c7f0a15d7a4fce39d6b.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ლარის კურსის სტაბილურობა დამოკიდებულია ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გადარიცხვების მზარდ ტემპებზე, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.ქართული ეროვნული ვალუტა უკვე ზედიზედ რამდენიმე თვეა გამყარებას განაგრძობს. ექსპერტების აზრით, ლარის გამყარებაზე მოქმედებს ექსპორტის, ფულადი გადარიცხვების ზრდა, ტურიზმის აღდგენა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები.მინისტრის თქმით, ყოველდღიური მონაცემებიდან გამომდინარე შესაძლებელია კურსი მერყევი იყოს, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ლარი იქნება სტაბილური, ამას უზრუნველყოფს ის ეკონომიკური აქტივობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია.საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7877 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0788 ლარით გაუფასურდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/97/234069725_376:0:1500:843_1920x0_80_0_0_b35b291d915ebc1b84dbc0e582897435.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლარის კურსი სტაბილურობა
საქართველო ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლარის კურსი სტაბილურობა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი: ლარის კურსი უახლოეს მომავალში სტაბილური იქნება
22:27 15.08.2022 (განახლებულია: 23:02 15.08.2022) ყოველდღიური მონაცემებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მერყეობა, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ლარი იქნება სტაბილური, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ლარის კურსის სტაბილურობა დამოკიდებულია ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გადარიცხვების მზარდ ტემპებზე, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ქართული ეროვნული ვალუტა უკვე ზედიზედ რამდენიმე თვეა გამყარებას განაგრძობს. ექსპერტების აზრით, ლარის გამყარებაზე მოქმედებს ექსპორტის, ფულადი გადარიცხვების ზრდა, ტურიზმის აღდგენა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები.
„ფულადი ნაკადების შემოდინებას განსაზღვრავს ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი, ტურიზმის აღდგენის მზარდი მაჩვენებელი, ფულადი შემოდინებების მზარდი მაჩვენებელიც, რათა საშუალოვადიან პერიოდში ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, ყოველდღიური მონაცემებიდან გამომდინარე შესაძლებელია კურსი მერყევი იყოს, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ლარი იქნება სტაბილური, ამას უზრუნველყოფს ის ეკონომიკური აქტივობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია.
„ლარი ბოლო პერიოდში არსებითად არის გამყარებული. იცით, რომ მაშინ, როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო უკრაინაში, ლარი 3,40-ის ფარგლებში იყო, შემდეგ სტაბილურად იყო 3,05-ის მიდამოებში. დღეს ბოლო 2 დღის ვაჭრობის შედეგად არის 2,80-ის ფარგლებში“, – აღნიშნა ხუციშვილმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7877 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0788 ლარით გაუფასურდა.