https://sputnik-georgia.com/20220815/safrangetsi-foierverkebis-gamoyeneba-aikrzala-269470647.html
საფრანგეთში ფეიერვერკების გამოყენება აიკრძალა
საფრანგეთში ფეიერვერკების გამოყენება აიკრძალა
Sputnik საქართველო
ყველაფერი გვალვისა და ხანძრის გაზრდილი საშიშროების გამო ხდება, განსაკუთრებით, დღესასწაულებზე. 15.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-15T21:19+0400
2022-08-15T21:19+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
საფრანგეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1f/263308070_0:200:1920:1280_1920x0_80_0_0_c310c70dc4091d7322eb3124c6efbdaa.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. საფრანგეთის 30-ზე მეტ დეპარტამენტში ხელისუფლებამ გადაწყვიტა საზეიმო ფეიერვერკების აკრძალვა 15 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით – გადაწყვეტილება გვალვასა და ხანძრის გაზრდილ საშიშროებას უკავშირდება, იუწყება გაზეთი Figaro.ღვთისმშობლის მიძინების დღე მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების დღესასწაულია, რომელიც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში უქმე დღეა და მასობრივი მსვლელობით აღინიშნება ხოლმე.„საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა პრეფექტებს მიმართა თხოვნით, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფხიზლე და გააუქმონ 15 აგვისტოს ტრადიციული პიროტექნიკური შოუ ხანძრების გაჩენის მაღალი რისკის გამო, რაც გვალვებითაა გამოწვეული... პრეფექტურები, რომლებმაც ფეიერვერკები აკრძალეს, მთავრობის ამ განკარგულებას ასრულებენ“, – ნათქვამია გამოცემის განცხადებაში.ფეიერვერკები აკრძალულია ბრეტანში, დასავლეთ რეგიონში, სამხრეთ-დასავლეთ დეპარტამენტებში – ბუშ-დიუ-რონში, ლანდებში, კრეზში, აღმოსავლეთ დეპარტამენტებში – ლუარაში, არდეშში, კანტალში, სავოიასა და სხვ. ხანძრებით მოცულ ჟირონდის დეპარტამენტში ფეიერვერკების გაშვება მხოლოდ იმ პირობით დაუშვეს, რომ „მათ ოკეანის მიმართულებით გაისვრიან და რისკები სახანძრო სამსახურებთან ერთად შეფასდება“.როგორც ცნობილია, ივლისში სიცხისა და გვალვის გამო ჟირონდის დეპარტამენტში, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ძლიერი ტყის ხანძრები გაჩნდა, მაშინ ცეცხლმა 20 ათას ჰექტარზე მეტი ტყე გაანადგურა, ხანძრების ჩაქრობა კი ქვეყანას 6,6 მილიონი ევრო დაუჯდა და ამას 10 დღე დასჭირდა.
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1f/263308070_364:226:1770:1280_1920x0_80_0_0_e26065736cee6f79c5074c26f5da994e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საფრანგეთი ფოიერვერკები გამოყენება აკრძალვა
საფრანგეთი ფოიერვერკები გამოყენება აკრძალვა
საფრანგეთში ფეიერვერკების გამოყენება აიკრძალა
21:19 15.08.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) ყველაფერი გვალვისა და ხანძრის გაზრდილი საშიშროების გამო ხდება, განსაკუთრებით, დღესასწაულებზე.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. საფრანგეთის 30-ზე მეტ დეპარტამენტში ხელისუფლებამ გადაწყვიტა საზეიმო ფეიერვერკების აკრძალვა 15 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით – გადაწყვეტილება გვალვასა და ხანძრის გაზრდილ საშიშროებას უკავშირდება, იუწყება გაზეთი Figaro.
ღვთისმშობლის მიძინების დღე მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების დღესასწაულია, რომელიც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში უქმე დღეა და მასობრივი მსვლელობით აღინიშნება ხოლმე.
„საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა პრეფექტებს მიმართა თხოვნით, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფხიზლე და გააუქმონ 15 აგვისტოს ტრადიციული პიროტექნიკური შოუ ხანძრების გაჩენის მაღალი რისკის გამო, რაც გვალვებითაა გამოწვეული... პრეფექტურები, რომლებმაც ფეიერვერკები აკრძალეს, მთავრობის ამ განკარგულებას ასრულებენ“, – ნათქვამია გამოცემის განცხადებაში.
ფეიერვერკები აკრძალულია ბრეტანში, დასავლეთ რეგიონში, სამხრეთ-დასავლეთ დეპარტამენტებში – ბუშ-დიუ-რონში, ლანდებში, კრეზში, აღმოსავლეთ დეპარტამენტებში – ლუარაში, არდეშში, კანტალში, სავოიასა და სხვ. ხანძრებით მოცულ ჟირონდის დეპარტამენტში ფეიერვერკების გაშვება მხოლოდ იმ პირობით დაუშვეს, რომ „მათ ოკეანის მიმართულებით გაისვრიან და რისკები სახანძრო სამსახურებთან ერთად შეფასდება“.
როგორც ცნობილია, ივლისში სიცხისა და გვალვის გამო ჟირონდის დეპარტამენტში, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ძლიერი ტყის ხანძრები გაჩნდა, მაშინ ცეცხლმა 20 ათას ჰექტარზე მეტი ტყე გაანადგურა, ხანძრების ჩაქრობა კი ქვეყანას 6,6 მილიონი ევრო დაუჯდა და ამას 10 დღე დასჭირდა.