ქართველი სპორტსმენი ველოსიპედით კატარში გაემგზავრება

© photo: Sputnik / Stringerმოგზაური ნოდარ ბერიძე
მოგზაური ნოდარ ბერიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2022
გამოწერა
პროექტის მიზანი, რომელსაც ქართველი ახორციელებს, ველოსპორტის და ტურიზმის პოპულარიზაციაა.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ქართველი ველომოგზაური ნოდარ ბერიძე კატარის დედაქალაქში ახალი ველოტურის ფარგლებში გაემგზავრება.
ბერიძემ სტარტი უკვე აიღო გოდერძის უღელტეხილიდან. მას 99 დღეში ველოსიპედით 5,9 ათასი კილომეტრის გავლა მოუწევს. ამ დროის განმავლობაში ველოსიპედისტი ცხრა ქვეყანასა და 99 ქალაქს ეწვევა. ამასთან, ქართველს სხვადასხვა ქალაქში ათასზე მეტი ველოსიპედისტი გაჰყვება.
ველოტური ნოემბერში ქალაქ დოჰაში დასრულდება. პროექტის მიზანია სპორტის ამ სახეობისა და ტურიზმის პოპულარიზაცია.
© Sputnik / Levan Avlabreliნოდარ ბერიძე
Путешественник Нодар Беридзе - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2022
ნოდარ ბერიძე
ველომოგზაურმა ნოდარ ბერიძემ სხვადასხვა დროს 28 ქვეყანაში იმოგზაურა, ველოტურების ფარგლებში მას 65 ათასი კილომეტრი აქვს გავლილი.
ბერიძე ჯანსაღი ცხოვრების წესის და მსოფლიოში მშვიდობის პროპაგანდას ეწევა. აღსანიშნავია, რომ ბერიძე პროფესიონალი ველოსიპედისტი არ არის, ის მოჭიდავეა.
თავად ბერიძე თავის საქმიანობას სერიოზულ საზოგადოებრივ საქმეს უწოდებს. „ჩემი მისიაა მშვიდობის, სიკეთისა და ჯანმრთელობის, ასევე სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“, – ამბობს ის.
ყველა ახალი ამბავი
0