https://sputnik-georgia.com/20220815/joan-roulingi-269445818.html
„შენ შემდეგი ხარ“: ჯოან როულინგს სიკვდილით ემუქრებიან
„შენ შემდეგი ხარ“: ჯოან როულინგს სიკვდილით ემუქრებიან
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიის ავტორმა, მწერალმა ჯოან როულინგმა „ტვიტერზე“ მუქარა მიიღო, რის შემდეგაც პოლიციამ... 15.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-15T12:04+0400
2022-08-15T12:04+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
დიდი ბრიტანეთი
საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23145/68/231456883_0:121:1373:893_1920x0_80_0_0_7afb38ecfc49c97b74866e28a45b2984.jpg
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიის ავტორმა, მწერალმა ჯოან როულინგმა „ტვიტერზე“ მუქარა მიიღო, რის შემდეგაც პოლიციამ გამოძიება დაიწყო, წერს სააგენტო Reuters.გავრცელებული ინფორმაციით, ახლახან, 12 აგვისტოს შეერთებულ შტატებში ინდოელ-ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდის დაესხნენ თავს, რის შემდეგაც როულინგმა ტვიტერზე დაწერა:ამაზე პასუხად მომხმარებელმა MeerAsifAziz1-მა როულინგს მისწერა: „ნუ ღელავ, შენ შემდეგი ხარ“.როგორც როულინგმა აცნობა თავის ხელმომწერებს, საქმეს უკვე იძიებს პოლიცია, რომელიც მანამდე მის მიმართ სხვა მუქარის წერილებზე მუშაობდა.როულინგს მანამდე უკვე ჰქონდა მიღებული მუქარის შემცველი წერილები. 2021 წლის ნოემბერში როულინგმა სამართალდამცველებს აცნობა, რომ სიკვდილით დაემუქრნენ მას შემდეგ, რაც ტრანსგენდერების უფლებების დამცველებმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს ფოტო მისი სახლის მისამართით.მანამდე ჯოან როულინგს არაერთხელ დასდეს ბრალი ტრანსფობიაში ტრანსგენდერების შესახებ მისი განცხადებების გამო. ტრანსგენდერების უფლებების დამცველები მწერლის წინააღმდეგ 2019 წლიდან გამოდიან. ტრანსფობიის შესახებ ბრალდებები მას შემდეგ დაიწყო, რაც როულინგმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „გენდერისა და სქესის საკითხების შესახებ“.
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23145/68/231456883_0:0:1373:1031_1920x0_80_0_0_585dc72a3116a68a735c08c85f548692.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიდი ბრიტანეთი , საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი , საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
„შენ შემდეგი ხარ“: ჯოან როულინგს სიკვდილით ემუქრებიან
12:04 15.08.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიის ავტორმა, მწერალმა ჯოან როულინგმა „ტვიტერზე“ მუქარა მიიღო, რის შემდეგაც პოლიციამ გამოძიება დაიწყო, წერს სააგენტო
Reuters. გავრცელებული ინფორმაციით, ახლახან, 12 აგვისტოს შეერთებულ შტატებში ინდოელ-ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდის დაესხნენ თავს, რის შემდეგაც როულინგმა ტვიტერზე დაწერა:
„ამჟამად ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. დაე, ყველაფერი კარგად იყოს“.
ამაზე პასუხად მომხმარებელმა MeerAsifAziz1-მა როულინგს მისწერა: „ნუ ღელავ, შენ შემდეგი ხარ“.
როგორც როულინგმა აცნობა თავის ხელმომწერებს, საქმეს უკვე იძიებს პოლიცია, რომელიც მანამდე მის მიმართ სხვა მუქარის წერილებზე მუშაობდა.
როულინგს მანამდე უკვე ჰქონდა მიღებული მუქარის შემცველი წერილები. 2021 წლის ნოემბერში როულინგმა სამართალდამცველებს აცნობა, რომ სიკვდილით დაემუქრნენ მას შემდეგ, რაც ტრანსგენდერების უფლებების დამცველებმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს ფოტო მისი სახლის მისამართით.
მანამდე ჯოან როულინგს არაერთხელ დასდეს ბრალი ტრანსფობიაში ტრანსგენდერების შესახებ მისი განცხადებების გამო. ტრანსგენდერების უფლებების დამცველები მწერლის წინააღმდეგ 2019 წლიდან გამოდიან. ტრანსფობიის შესახებ ბრალდებები მას შემდეგ დაიწყო, რაც როულინგმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „გენდერისა და სქესის საკითხების შესახებ“.
„სატანისტური ლექსების“ ავტორს, 75 წლის სალმან რუშდის თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის ნიუ-იორკში ლექციის წასაკითხად ემზადებოდა. თავდამსხმელმა, 24 წლის ჰადი მატარმა მწერალს რამდენჯერმე დაარტყა დანა და კისრისა და მუცლის არეში დაჭრა. რუშდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი დღე იყო შეერთებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. 14 აგვისტოს მან უკვე შეძლო ოჯახის წევრებთან საუბარი.