https://sputnik-georgia.com/20220814/samasvelo-operacia-svanetsi-tetnuldze-carcenil-sam-mtamsvleltan-komunikacia-sedga-269429603.html
სამაშველო ოპერაცია სვანეთში: თეთნულდზე ჩარჩენილ სამ მთამსვლელთან კავშირი აღდგა
სამაშველო ოპერაცია სვანეთში: თეთნულდზე ჩარჩენილ სამ მთამსვლელთან კავშირი აღდგა
Sputnik საქართველო
ერთ-ერთი ტურისტი მწვერვალის დალაშქვრის დროს ნაპრალში ჩავარდა. მისი ცხედარი მესტიის პროზექტურაში გადაასვენეს.
2022-08-14T12:00+0400
2022-08-14T12:00+0400
2022-08-14T12:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
სვანეთი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0d/269408311_0:139:1492:978_1920x0_80_0_0_887f2da4f668b8c654416571fb65055d.jpg
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ სამ მთამსვლელს შორის კომუნიკაცია შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, თეთნულდზე ჩარჩენილი სამი მთასვლელი თავს კარგად გრძნობს, არ ესაჭიროებათ მაშველთა დახმარება და გადაადგილდებიან დამოუკიდებლად დასახლებული პუნქტის მიმართულებით.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მაშველთა ჯგუფი უცხოელ მთამსვლელთა შესახვედრად საპირისპირო მიმართულებით კვლავ აგრძელებს ქვეითად მოძრაობას.სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ 12 აგვისტოს მიიღო შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება. მაშველებმა თეთნულდის მწვერვალზე მყოფი უცხოეთის 6 მოქალაქიდან ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გუშინ ჩამოიყვანეს.უცხოელ მთასვლელთა მარშრუტი თეთნულდის მწვერვალზე გადიოდა და უნდა დასრულებულიყო გესტოლას მწვერვალზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.წყარო - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0d/269408311_2:0:1490:1116_1920x0_80_0_0_a375651ab5eb1f911c9ee50bc837419c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სამაშველო ოპერაცია სვანეთი თეთნულდი სამი მთამსვლელი კავშირი კომუნიკაცია
სამაშველო ოპერაცია სვანეთი თეთნულდი სამი მთამსვლელი კავშირი კომუნიკაცია
სამაშველო ოპერაცია სვანეთში: თეთნულდზე ჩარჩენილ სამ მთამსვლელთან კავშირი აღდგა
ერთ-ერთი ტურისტი მწვერვალის დალაშქვრის დროს ნაპრალში ჩავარდა. მისი ცხედარი მესტიის პროზექტურაში გადაასვენეს.
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ სამ მთამსვლელს შორის კომუნიკაცია შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, თეთნულდზე ჩარჩენილი სამი მთასვლელი თავს კარგად გრძნობს, არ ესაჭიროებათ მაშველთა დახმარება და გადაადგილდებიან დამოუკიდებლად დასახლებული პუნქტის მიმართულებით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მაშველთა ჯგუფი უცხოელ მთამსვლელთა შესახვედრად საპირისპირო მიმართულებით კვლავ აგრძელებს ქვეითად მოძრაობას.
სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ 12 აგვისტოს მიიღო შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება. მაშველებმა თეთნულდის მწვერვალზე მყოფი უცხოეთის 6 მოქალაქიდან ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გუშინ ჩამოიყვანეს.
უცხოელ მთასვლელთა მარშრუტი თეთნულდის მწვერვალზე გადიოდა და უნდა დასრულებულიყო გესტოლას მწვერვალზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.