https://sputnik-georgia.com/20220814/kriminali-saqartvelosi-axali-statistika-269417969.html
კრიმინალი საქართველოში: ახალი სტატისტიკა
კრიმინალი საქართველოში: ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ექვს თვეში ქვეყანაში დაფიქსირებულია 28,3 ათასზე მეტი დანაშაული
2022-08-14T13:30+0400
2022-08-14T13:30+0400
2022-08-14T13:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252188554_260:593:2847:2048_1920x0_80_0_0_ed180dcf88a8c5aa451765eaf77a7bde.jpg
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 3,4%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს–ს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.უწყების მონაცემებით, ექვს თვეში ქვეყანაში დაფიქსირებულია 28,3 ათასზე მეტი დანაშაული, საიდანაც გახსნილია მხოლოდ 56%.შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5–5 ათასი დანაშაული ფიქსირდება. კრიმინალის პიკი ზაფხულის პერიოდს ემთხვევა.ივნისში დაფიქსირდა 5,2 ათასი დანაშაული, საიდანაც ნახევარი გახსნილია.დანაშაულის ტოპ-ხუთეულისაქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – ექვს თვეში დაახლოებით 8,8 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 52,6%.მეორე ადგილზე ნარკოდანაშაულია - დაახლოებით 2,3 ათასი შემთხვევა ექვს თვეში, საიდანაც გახსნილია 86,9%.ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულიგარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, ექვს თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 42 მკვლელობა, აქედან 11 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 151 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 73 – გაუპატიურება, 4 – ადამიანებით ვაჭრობა.რამდენი დაისაჯასაქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცა 12.246 ადამიანი. აქედან 793 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 3.939 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.2022 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში დაზარალებულის სტატუსი 9.404 ადამიანს მიენიჭა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252188554_504:262:2886:2048_1920x0_80_0_0_ffc4951c910d3d48c3227d00bcf49ea3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კრიმინალი საქართველო ახალი სტატისტიკა
კრიმინალი საქართველო ახალი სტატისტიკა
კრიმინალი საქართველოში: ახალი სტატისტიკა
ექვს თვეში ქვეყანაში დაფიქსირებულია 28,3 ათასზე მეტი დანაშაული
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 3,4%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს–ს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.
უწყების მონაცემებით, ექვს თვეში ქვეყანაში დაფიქსირებულია 28,3 ათასზე მეტი დანაშაული, საიდანაც გახსნილია მხოლოდ 56%.
შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5–5 ათასი დანაშაული ფიქსირდება. კრიმინალის პიკი ზაფხულის პერიოდს ემთხვევა.
ივნისში დაფიქსირდა 5,2 ათასი დანაშაული, საიდანაც ნახევარი გახსნილია.
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – ექვს თვეში დაახლოებით 8,8 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 52,6%.
მეორე ადგილზე ნარკოდანაშაულია - დაახლოებით 2,3 ათასი შემთხვევა ექვს თვეში, საიდანაც გახსნილია 86,9%.
ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული
სატრანსპორტო დანაშაული – 1.517.
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, ექვს თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 42 მკვლელობა, აქედან 11 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 151 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 73 – გაუპატიურება, 4 – ადამიანებით ვაჭრობა.
საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცა 12.246 ადამიანი. აქედან 793 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 3.939 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.
2022 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში დაზარალებულის სტატუსი 9.404 ადამიანს მიენიჭა.