გურჯაანში თანასოფლელის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnikპოლიცია თელავში
პოლიცია თელავში - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2022
გამოწერა
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით კახეთში 53 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ, 13 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა თანასოფლელს, 47 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0