ერევანში სავაჭრო ცენტრში აფეთქებას მსხვერპლი მოყვა

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკშიპიროტექნიკის აფეთქება
პიროტექნიკის აფეთქება - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2022
გამოწერა
სავაჭრო ცენტრში რამდენიმე აფეთქება გაისმა, სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა.
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. ერევანში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი დაშავდა, იუწყება Sputnik-სომხეთი.
სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქება 13:23 საათზე მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. სოციალური მედიის მომხმარებლები წერენ, რომ აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა. ახლომდებარე სახლის ერთ-ერთი მცხოვრებლის თქმით, ჯერ ერთი ძლიერი აფეთქება გაისმა, შემდეგ კიდევ რამდენიმე უფრო მცირე აფეთქების ხმა იყო.
ერევნის სხვადასხვა კლინიკაში 31 დაშავებული გადაიყვანეს, აქედან ხუთი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ გაწერეს.
ოფიციალურ ორგანიებს აფეთქების მიზეზი ჯერ არ დაუსახელებიათ.
შემთხვევის ადგილზე სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრე-მაშველების უამრავი ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.
წყარო - Sputnik-სომხეთი.
ყველა ახალი ამბავი
0