„არმია-2022-ის“ გახსნის ცერემონიას რუსეთის პრეზიდენტი დაესწრება

© photo: Sputnik / Evgeny Biyatov
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2022
გამოწერა
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმირ პუტინი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფორუმ „არმია-2022-ის“ გახსნის ცერემონიაში.

„15 აგვისტოს ვლადიმერ პუტინი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმის, „არმია-2022-ის“ გახსნის ცერემონიაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, რუსეთის ლიდერი სამხედრო ტექნიკის პერსპექტიული მოდელების საგამოფენო ადგილებსაც ეწვევა.
საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმი „არმია-2022“ 15-დან 21 აგვისტოს ჩათვლით მოსკოვის მახლობლად, პარკ „პატრიოტში“ გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0