მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტრაგედია ესპანეთში: ფესტივალზე დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

© photo : Andrea Comasსასწრაფო სამედიცინო დახმარება მადრიდში
სასწრაფო სამედიცინო დახმარება მადრიდში - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2022
გამოწერა
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ერთი დაღუპულის და 17 დაშავებულის შესახებ
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ესპანეთში, კულიერას მუნიციპალიტეტში (ვალენსიის პროვინცია) Medusa-ს ფესტივალზე სცენის და ზოგიერთი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 40-ს მიაღწია, იტყობინება ადგილობრივი სააგენტო Efe.
მანამდე, ძლიერი ქარის გამო სცენის ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად გავრცელდა ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის და 17 დაშავებულის შესახებ.
„კულიერაში „მედუზას“ ფესტივალზე, სადაც 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, დაშავებულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. ძლიერი ქარის გამო რამდენიმე კონსტრუქცია ჩამოინგრა", - წერს სააგენტო Twitter-ზე.
ყველა ახალი ამბავი
0