https://sputnik-georgia.com/20220813/tbilissi-narkodanasaulistvis-ukrainis-moqalaqe-daakaves-269405902.html
თბილისში ნარკოდანაშაულისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს
თბილისში ნარკოდანაშაულისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.
2022-08-13T12:00+0400
2022-08-13T12:00+0400
2022-08-13T12:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324219_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_3401c930322f64ae8c4302fc133ef5d5.jpg
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და უკანონო გასაღების მცდელობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამართალდამცველებმა უკრაინის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გამოავლინეს ერთ-ერთ ინტერნეტ-აპლიკაციაში მოქმედი ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი და აღნიშნული ჯგუფის კურიერი - საქართველოში დროებით მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე.სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 14 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის „კოკაინი“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“. დაკავებულის მიერ მითითებული ლოკაციიდან ასევე ამოღებულია შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.ამასთან, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: 385 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ შემცველი ფხვნილი, 443 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინის“ შემცველი ფხვნილი, 3,152 კგ ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს და ნარკოტიკული საშუალება 4-CMC-ის შემცველი ფხვნილი, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი აბები - ე.წ. ექსტაზი, საერთო წონით 876 გრამი.აგრეთვე, ამოღებულია ელექტროსასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324219_277:0:2500:1667_1920x0_80_0_0_621586743edb87e125f0eb9f77a8f23d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი ნარკოდანაშაული უკრაინის მოქალაქე დაკავება
თბილისი ნარკოდანაშაული უკრაინის მოქალაქე დაკავება
თბილისში ნარკოდანაშაულისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და უკანონო გასაღების მცდელობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამართალდამცველებმა უკრაინის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გამოავლინეს ერთ-ერთ ინტერნეტ-აპლიკაციაში მოქმედი ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი და აღნიშნული ჯგუფის კურიერი - საქართველოში დროებით მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 14 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის „კოკაინი“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“. დაკავებულის მიერ მითითებული ლოკაციიდან ასევე ამოღებულია შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.
ამასთან, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: 385 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ შემცველი ფხვნილი, 443 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინის“ შემცველი ფხვნილი, 3,152 კგ ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს და ნარკოტიკული საშუალება 4-CMC-ის შემცველი ფხვნილი, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი აბები - ე.წ. ექსტაზი, საერთო წონით 876 გრამი.
აგრეთვე, ამოღებულია ელექტროსასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.