https://sputnik-georgia.com/20220813/ori-dasavebuli-turisti-tetnuldidan-mestiasi-vertrmfrenit-gadaiyvanes-269407562.html
ორი დაშავებული ტურისტი თეთნულდიდან მესტიაში ვერტმფრენით გადაიყვანეს
ორი დაშავებული ტურისტი თეთნულდიდან მესტიაში ვერტმფრენით გადაიყვანეს
Sputnik საქართველო
ტურისტული ჯგუფის ერთი-ერთი წევრი ნაპრალშია ჩავარდნილი. 13.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-13T12:40+0400
2022-08-13T12:40+0400
2022-08-13T12:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სვანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/17/249060116_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_a661bbd110ddd546ac9688c9f0747925.jpg
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი ექვსიდან ორი უცხოელი ტურისტი სამაშველო ვერტმფრენმა მესტიაში გადაიყვანა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.დაშავებული მთასვლელების ინფორმაციით, მათი ჯგუფიდან სამი წევრი გადაადგილდება დამოუკიდებლად, ხოლო ერთი-ერთი წევრი ნაპრალშია ჩავარდნილი.სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი იყო ექვსი ტურისტი, მათ შორის ორი დაშავებული. SOS შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან 12 აგვისტოს შევიდა. შეტყობინებაში იყო ნათქვამი, რომ უცხოელი ტურისტების ჯგუფს დახმარება სჭირდებოდათ.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების შესვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, დაზუსტდა ტურისტთა ადგილმდებარეობა და მეხანძრე მაშველთა ჯგუფი სრული სამთო აღჭურვილობით მწვერვალის მიმართულებით ქვეითად გაემგზავრა.მოგვიანებით, რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მწვერვალზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო.საქართველოში სამაშველო ოპერაციებისთვის ვერტმფრენების გამოყენების დროს უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.ორი კვირის წინ გუდაურში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელშიც მაშველები იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი რვა ადამიანი. ავარიის ზუსტი მიზეზები დგინდება.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/17/249060116_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_6fd456953896827b03947f2c1f2e2f72.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სვანეთი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სვანეთი
ორი დაშავებული ტურისტი თეთნულდიდან მესტიაში ვერტმფრენით გადაიყვანეს
12:40 13.08.2022 (განახლებულია: 12:54 13.08.2022) ტურისტული ჯგუფის ერთი-ერთი წევრი ნაპრალშია ჩავარდნილი.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი ექვსიდან ორი უცხოელი ტურისტი სამაშველო ვერტმფრენმა მესტიაში გადაიყვანა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
დაშავებული მთასვლელების ინფორმაციით, მათი ჯგუფიდან სამი წევრი გადაადგილდება დამოუკიდებლად, ხოლო ერთი-ერთი წევრი ნაპრალშია ჩავარდნილი.
სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი იყო ექვსი ტურისტი, მათ შორის ორი დაშავებული. SOS შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან 12 აგვისტოს შევიდა. შეტყობინებაში იყო ნათქვამი, რომ უცხოელი ტურისტების ჯგუფს დახმარება სჭირდებოდათ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების შესვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, დაზუსტდა ტურისტთა ადგილმდებარეობა და მეხანძრე მაშველთა ჯგუფი სრული სამთო აღჭურვილობით მწვერვალის მიმართულებით ქვეითად გაემგზავრა.
მოგვიანებით, რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მწვერვალზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო.
„გართულებული მეტეო პირობების გამო, ვერტმფრენით სამაშველო ღონისძიება დღეს დილით განხორციელდა. მაშველებმა დაშავებული ორი მთასვლელის უსაფრთხო ევაკუაცია უკვე განახორციელეს. უცხოეთის მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოში სამაშველო ოპერაციებისთვის ვერტმფრენების გამოყენების დროს უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.
ორი კვირის წინ გუდაურში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელშიც მაშველები იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი რვა ადამიანი. ავარიის ზუსტი მიზეზები დგინდება.