https://sputnik-georgia.com/20220813/dava-miwebis-gamo-zemo-da-qvemo-svanetis-sazrvarze-eparqiebi-gancxadebas-avrceleben-269411453.html
დავა მიწების გამო ზემო და ქვემო სვანეთის საზღვარზე: ეპარქიები განცხადებას ავრცელებენ
დავა მიწების გამო ზემო და ქვემო სვანეთის საზღვარზე: ეპარქიები განცხადებას ავრცელებენ
Sputnik საქართველო
ეპარქიებმა საკითხის გადასაჭრელად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციებს, ასევე ყველა შესაბამის უწყებას მიმართეს.
2022-08-13T17:26+0400
2022-08-13T17:26+0400
2022-08-13T17:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
რელიგია
საზოგადოება
სამეგრელო
სვანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23210/04/232100444_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_f9f7f3a9c0ff26ab1794e1cf8ef9126e.jpg
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ცაგერისა და ლენტეხის, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიები ქვემო და ზემო სვანეთის საზღვარზე მდებარე მიწების ფლობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო და ზემო სვანეთის საზღვარზე მდებარე მიწების ფლობასთან დაკავშირებით, ეპარქიების მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის უთანხმოება წარმოიქმნა.ეპარქიების განცხადებით, საკითხის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მხარეებმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციებს მიმართეს.ეპარქიები ხელისუფლების მიერ ზუსტად დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით იმოქმედებენ, რადგან ზემო და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციული საზღვარი განსაზღვრავს ეპარქიების იურისდიქციის ფარგლებს და, შესაბამისად, ამა თუ იმ ტაძრის კუთვნილების საკითხსაც, ნათქვამია განცხადებაში.
საქართველო
სამეგრელო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23210/04/232100444_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_98b7b7993f46d671ddecdc9d6263f5d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დავა მიწები ზემო ქვემო სვანეთი საზღვარი ეპარქიები განცხადება
დავა მიწები ზემო ქვემო სვანეთი საზღვარი ეპარქიები განცხადება
დავა მიწების გამო ზემო და ქვემო სვანეთის საზღვარზე: ეპარქიები განცხადებას ავრცელებენ
17:26 13.08.2022 (განახლებულია: 17:27 13.08.2022) ეპარქიებმა საკითხის გადასაჭრელად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციებს, ასევე ყველა შესაბამის უწყებას მიმართეს.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ცაგერისა და ლენტეხის, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიები ქვემო და ზემო სვანეთის საზღვარზე მდებარე მიწების ფლობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო და ზემო სვანეთის საზღვარზე მდებარე მიწების ფლობასთან დაკავშირებით, ეპარქიების მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის უთანხმოება წარმოიქმნა.
ეპარქიების განცხადებით, საკითხის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მხარეებმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციებს მიმართეს.
„ჩვენი ეპარქიების მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის წარმოქმნილი უთანხმოება, რომელიც დაკავშირებულია ქვემო და ზემო სვანეთის საზღვარზე მდებარე მიწების ფლობასთან, ნებსით თუ უნებლიედ, იწვევს სადავო საკითხში ეკლესიის ჩართვის მცდელობას, რადგან ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ლატფარის წმინდა ლუკა მახარებლის სახელობის ტაძარი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ეპარქიები ხელისუფლების მიერ ზუსტად დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით იმოქმედებენ, რადგან ზემო და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციული საზღვარი განსაზღვრავს ეპარქიების იურისდიქციის ფარგლებს და, შესაბამისად, ამა თუ იმ ტაძრის კუთვნილების საკითხსაც, ნათქვამია განცხადებაში.