მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ამერიკელი მსახიობი ენ ჰეჩი ავარიას ემსხვერპლა

© AP Photo / Carolyn Kasterპოლიცია აშშ-ში
პოლიცია აშშ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2022
გამოწერა
მსახიობი ლოს-ანჯელესში ერთბაშად ორ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ცნობილი ამერიკელი მსახიობი ენ ჰეჩი (Anne Heche) ერთი კვირის წინ მომხდარი ავტოკატასტროფის დროს მიღებული მძიმე ტრავმების შედეგად გარდაიცვალა, იუწყება The Guardian.
მსახიობი ლოს-ანჯელესში ერთბაშად ორ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა: თავიდან მისი ავტომობილი საცხოვრებელი კომპლექსის ავტოფარეხს შეეჯახა, შემდეგ კი სახლს, რის შედეგად ხანძარიც გაჩნდა. მას ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნებოდა.
ენ ჰეჩი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი იყო. მან პოპულარობა მოიპოვა 1990–იანი წლების ბოლოს ფილმებით „დონი ბრასკო“ (1997), „ვულკანი“ (1997), „ექვსი დღე, შვიდი ღამე“ (1998) და „დაბრუნება სამოთხეში“ (1998). 1991 წელს გახდა „ემის“ პრემიის ლაურეატი როლისთვის ფილმში „სხვა სამყარო“.
წყარო - The Guardian.
ყველა ახალი ამბავი
0