https://sputnik-georgia.com/20220813/------269409245.html
სვანეთის მთებში ოთხი ტურისტის ძებნა გრძელდება
სვანეთის მთებში ოთხი ტურისტის ძებნა გრძელდება
Sputnik საქართველო
ჯგუფის მარშრუტი თეთნულდის მწვერვალზე გადიოდა და უნდა დასრულებულიყო გესტოლას მწვერვალზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
2022-08-13T13:52+0400
2022-08-13T13:52+0400
2022-08-14T11:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სვანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0d/269408289_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_03c368ff7e6c20506a46ed01c0c9da9d.jpg
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. მაშველები აგრძელებენ კიდევ ოთხი ტურისტის ძებნას, რომლებიც თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩნენ, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.ცოტა ხნის წინ მაშველებმა ორი დაშავებული ტურისტი აღმოაჩინეს. ვერტმფრენმა ისინი მესტიის კლინიკაში გადაიყვანა.რაც შეეხება ჯგუფის დანარჩენს წევრებს, დაშავებული ტურისტების ინფორმაციით, ერთ-ერთი ტურისტი ნაპრალში ჩავარდა, სამმა კი გზა დამოუკიდებლად გააგრძელა, მაგრამ მათთან კავშირი შეწყდა.სამსახურის ინფორმაციით, სიგნალი SOS 12 აგვისტოს მიიღეს. შეტყობინებაში იყო ნათქვამი, რომ უცხოელი ტურისტების ჯგუფს დახმარება ესაჭიროებოდა. ჯგუფის მარშრუტი თეთნულდის მწვერვალზე გადიოდა და უნდა დასრულებულიყო გესტოლას მწვერვალზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენი.საქართველოში სამაშველო ოპერაციებისთვის ვერტმფრენების გამოყენების დროს უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.ორი კვირის წინ გუდაურში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელშიც მაშველები იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი რვა ადამიანი. ავარიის ზუსტი მიზეზები დგინდება.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0d/269408289_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_b6399a7dcd544c02a755f7d795c03f55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სვანეთი მთები თეთნულდი ოთხი ტურისტი ძებნა
სვანეთი მთები თეთნულდი ოთხი ტურისტი ძებნა
სვანეთის მთებში ოთხი ტურისტის ძებნა გრძელდება
13:52 13.08.2022 (განახლებულია: 11:25 14.08.2022) ჯგუფის მარშრუტი თეთნულდის მწვერვალზე გადიოდა და უნდა დასრულებულიყო გესტოლას მწვერვალზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. მაშველები აგრძელებენ კიდევ ოთხი ტურისტის ძებნას, რომლებიც თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩნენ, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
ცოტა ხნის წინ მაშველებმა ორი დაშავებული ტურისტი აღმოაჩინეს. ვერტმფრენმა ისინი მესტიის კლინიკაში გადაიყვანა.
რაც შეეხება ჯგუფის დანარჩენს წევრებს, დაშავებული ტურისტების ინფორმაციით, ერთ-ერთი ტურისტი ნაპრალში ჩავარდა, სამმა კი გზა დამოუკიდებლად გააგრძელა, მაგრამ მათთან კავშირი შეწყდა.
სამსახურის ინფორმაციით, სიგნალი SOS 12 აგვისტოს მიიღეს. შეტყობინებაში იყო ნათქვამი, რომ უცხოელი ტურისტების ჯგუფს დახმარება ესაჭიროებოდა. ჯგუფის მარშრუტი თეთნულდის მწვერვალზე გადიოდა და უნდა დასრულებულიყო გესტოლას მწვერვალზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენი.
საქართველოში სამაშველო ოპერაციებისთვის ვერტმფრენების გამოყენების დროს უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.
ორი კვირის წინ გუდაურში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელშიც მაშველები იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი რვა ადამიანი. ავარიის ზუსტი მიზეზები დგინდება.