ძიუდო: კიდევ ერთი ვერცხლი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე

© photo: Sputnik / Stringerგიორგი ტერაშვილი
გიორგი ტერაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2022
გამოწერა
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, რომელიც ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში მიმდინარეობს, გიორგი ტერაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გიორგი ტერაშვილი (73 კგ) ფინალში იაპონელ რიუგა ტანაკას დაუპირისპირდა და დამატებით დროში დამარცხდა.
ამავე წონაში ასევე ასპარეზობდა კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი კოტე კაპანაძე, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლა პოლონელ ძიუდოისტთან წააგო.
ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 13 ძიუდოისტით მონაწილეობს. ახალგაზრდა სპორტსმენებიდან ცხრა ვაჟია და ოთხი ქალი.
მანამდე ვერცხლის მედალი მოიგო გიორგი სარდალაშვილმა, ხოლო ბრინჯაოსი – თორნიკე მაზიაშვილმა. ორივე 60 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ყველა ახალი ამბავი
0