ტურისტების რიცხვი რუსეთიდან საქართველოში თითქმის ექვსჯერ გაიზარდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები ბათუმის ბოტანიკური ბაღის სალაროსთან
ტურისტები ბათუმის ბოტანიკური ბაღის სალაროსთან - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2022
გამოწერა
ტურისტების ძირითადი ნაწილი – 61,4% საქართველოში სახმელეთო გზით შემოვიდა.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს 2022 წლის იანვარი–ივლისში რუსეთის 403,9 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 2021 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემზე 486,1%-ით მეტია და 52,5%-ით ნაკლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2022 წლის იანვარი–ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 214,4%-ით გაიზარდა.
საქართველომ წლის დასაწყისიდან შვიდ თვეში მიიღო 2,3 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი, რაც 52,8%-ით ნაკლებია, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს.
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 1,7 მლნ, რაც 162%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვარი–ივლისში. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 61,9%-ით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ვიზიტების რაოდენობით ლიდერობენ რუსეთის მოქალაქეები. მხოლოდ ივლისში ქვეყანას ეწვია 156,7 ათასი მოქალაქე რუსეთიდან, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 525,5%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ამავე პერიოდზე – 1,5%-ით ნაკლები.
საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა - ივლისის მონაცემები>>
მეორე ადგილზე ვიზიტორების მხრივ არის თურქეთი, შემდეგ მოდიან სომხეთი, ისრაელი, უკრაინა.
ასევე გაიზარდა ქართული დიასპორის წარმომადგენელთა ვიზიტების რაოდენობა. იანვარი–ივლისში მათ ისტორიულ სამშობლოში განახორციელეს 147,2 ათასი ვიზიტი, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით 136%-ით მეტია.
ტურისტების ძირითადი ნაწილი – 61,4% საქართველოში სახმელეთო გზით შემოვიდა. მეორე ადგილზეა საჰაერო გზა – 37,7%.
ყველა ახალი ამბავი
0