ქუთაისში ავტოავარიას პენსიონერი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2022
გამოწერა
72 წლის მამაკაცი გაჩერებულ ავტომობილში საჭესთან იჯდა, როდესაც მას სწრაფად მომავალი ავტომანქანა დაეჯახა.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ქუთაისში ასაკოვანი მამაკაცი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ტელეკომპანიის ცნობით, 72 წლის მამაკაცი ავტომანქანაში იმყოფებოდა, რა დროსაც მას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა. ასაკოვანი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მანქანის მძღოლი და მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტოავარიის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
სისხლის სამართლის საქმე საგზაო მოძრაობის ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0