https://sputnik-georgia.com/20220812/piradi-cxovrebis-saidumlos-xelyofa-daakaves-xuti-piri-269389864.html
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები: დაკავებულია ხუთი პირი
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები: დაკავებულია ხუთი პირი
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 12.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-12T16:50+0400
2022-08-12T16:50+0400
2022-08-12T21:23+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252188554_260:593:2847:2048_1920x0_80_0_0_ed180dcf88a8c5aa451765eaf77a7bde.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის ივლისი–აგვისტოს პერიოდში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს და ინტიმური ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულების ნათესავებს და ახლობლებს უგზავნიდნენ, ასევე ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნულ ფოტო- და ვიდეომასალას დაზარალებულთან ურთიერთობის გასაგრძელებლად შანტაჟის იარაღად იყენებდნენ.დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის 1 მარტიდან გაზრდილი ფუნქციებით ამოქმედდა. სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას, სამოხელეო დანაშაულის გარდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სხვა სახის გამოძიებაც დაექვემდებარა.სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილების გაფართოებას ითხოვს>>სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების თავიდან აცილებისა და ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად აქტიურ საინფორმაციო და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარებას გეგმავს, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252188554_504:262:2886:2048_1920x0_80_0_0_ffc4951c910d3d48c3227d00bcf49ea3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები: დაკავებულია ხუთი პირი
16:50 12.08.2022 (განახლებულია: 21:23 12.08.2022) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის ივლისი–აგვისტოს პერიოდში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს და ინტიმური ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულების ნათესავებს და ახლობლებს უგზავნიდნენ, ასევე ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნულ ფოტო- და ვიდეომასალას დაზარალებულთან ურთიერთობის გასაგრძელებლად შანტაჟის იარაღად იყენებდნენ.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ ხუთივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის 1 მარტიდან გაზრდილი ფუნქციებით ამოქმედდა. სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას, სამოხელეო დანაშაულის გარდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სხვა სახის გამოძიებაც დაექვემდებარა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების თავიდან აცილებისა და ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად აქტიურ საინფორმაციო და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარებას გეგმავს, აღნიშნულია უწყების
განცხადებაში.