https://sputnik-georgia.com/20220812/metros-matareblebi-shecvlili-sqemit-ipzraveben-269396115.html
თბილისელთა საყურადღებოდ! მეტროს მატარებლები შეცვლილი სქემით იმოძრავებენ
თბილისელთა საყურადღებოდ! მეტროს მატარებლები შეცვლილი სქემით იმოძრავებენ
Sputnik საქართველო
მეტროს სადგურ „გოცირიძეზე“ მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები იწყება. 12.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-12T19:40+0400
2022-08-12T19:40+0400
2022-08-12T22:26+0400
საქართველო
თბილისის მერია
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264575027_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_4e59e7624a17bb12676c2b239dd68894.jpg
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. მეტროს სადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო 13 და 14 აგვისტოს თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მატარებლები ზონალურად იმოძრავებენ, იუწყება მერიის პრეს-სამსახური.მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროს სადგურ „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“. პირველ ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბემდე“ და „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.თბილისის მეტროს მეორე ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, აღნიშნავენ მერიაში.„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურ„გოცირიძეზე" სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი 2019 წლის მაისში გამოაცხადა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო. სადგური „გოცირიძე" თბილისის მეტროს ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს.ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264575027_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_5fdd0b4b3b54ce3233053be6c242b887.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისელთა საყურადღებოდ! მეტროს მატარებლები შეცვლილი სქემით იმოძრავებენ
19:40 12.08.2022 (განახლებულია: 22:26 12.08.2022) მეტროს სადგურ „გოცირიძეზე“ მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები იწყება.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. მეტროს სადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო 13 და 14 აგვისტოს თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მატარებლები ზონალურად იმოძრავებენ, იუწყება მერიის პრეს-სამსახური.
მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროს სადგურ „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“. პირველ ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბემდე“ და „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“, –
ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მეტროს მეორე ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, აღნიშნავენ მერიაში.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურ„გოცირიძეზე" სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი 2019 წლის მაისში გამოაცხადა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო. სადგური „გოცირიძე" თბილისის მეტროს ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.