მაშველები მწვერვალ თეთნულდზე ტურისტების დახმარებას ცდილობენ

© photo: Sputnik / Stringerმაშველები
მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2022
გამოწერა
რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს მაშველთა დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ SOS შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შევიდა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ძალების მობილიზება. დადგინდა ლოკაცია და, რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მობილიზებულია ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ქუთაისის აეროდრომიდან სამაშველო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას", – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ დროისათვის ტურისტების დასახმარებლად მაშველთა ჯგუფი ადგილისკენ ფეხით მიემართება.
ყველა ახალი ამბავი
0