ხის სახლები ბუნებაში - კახეთში ახალი ტურისტული სივრცე მოეწყო

© Rural Development Agency of Georgiaხის კოტეჯები სოფელ მირზაანში
ხის კოტეჯები სოფელ მირზაანში - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2022
გამოწერა
ამ დროისათვის სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში 76 პროექტია დაფინანსებული.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სოფლის განვითარების სააგენტომ კიდევ ერთი პროექტი დააფინანსა – დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში მოეწყო ტურისტული სივრცე ხის კოტეჯებით, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
პროექტი 225 ათას ლარზე მეტი დაჯდა, საიდანაც 170 ათასი ლარი სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოიყო.
სულ ათი ხის კოტეჯი აშენდა. ადგილზე დასაქმებულია 13 ადგილობრივი მცხოვრები.
© Rural Development Agency of Georgiaხის კოტეჯები სოფელ მირზაანში
Туристическая инфраструктура - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2022
ხის კოტეჯები სოფელ მირზაანში
ამ დროისათვის სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 76 პროექტი. საინვესტიციო ღირებულებამ 10,9 მლნ ლარი შეადგინა, აქედან თანადაფინანსება 7,7 მლნ ლარზე მეტია.
სოფლის განვითარების პროგრამა ხორციელდება ქედის, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს რაიონებში.
ყველა ახალი ამბავი
0