ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგონა გადაარჩინა

© photo: Sputnik / Andrey Telichev / გადასვლა მედიაბანკშიორგანიზაცია "წითელი ჯვრის" დროშა
ორგანიზაცია წითელი ჯვრის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2022
გამოწერა
ტუნისელმა ძიუდოისტმა გონება მას შემდეგ დაკარგა, რაც მას მეტოქემ გდება გაუკეთა.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა და სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგონა სიკვდილს გადაარჩინა.
შემთხვევა ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში მოხდა, სადაც იუნიორ ძიუდოისტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება.
ტუნისელმა ძიუდოისტმა გონება მას შემდეგ დაკარგა, რაც მას მეტოქემ გდება გაუკეთა. მსაჯმა მცირე პაუზის შემდეგ სამედიცინო პერსონალს მოუხმო, რომელსაც სიტუაციაში გარკვევა გაუჭირდა.
სპორტსმენთან სწრაფად მიირბინა ზურაბ კახაბრიშვილმა და მას ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი ჩაუტარა. პირველადი დახმარების შემდეგ გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს.
ყველა ახალი ამბავი
0