ქართული თეატრი ვერონაში შექსპირის ფესტივალზე სპექტაკლით წარდგება

© photo: Sputnik / Stringerმოზარდ მაყურებელთა თეატრი
მოზარდ მაყურებელთა თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2022
გამოწერა
საქართველო ფესტივალზე წარმოადგენს შექსპირის ამავე სახელწოდების კომედიის მოტივებზე შექმნილ სპექტაკლს „აურზაური არაფრის გამო“.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი შექსპირის საერთაშორისო ფესტივალზე Verona Shakespeare Fringe Festival ვერონაში 26 აგვისტოს წარმოადგენს სპექტაკლს „აურზაური არაფრის გამო“.
Verona Shakespeare Fringe Festival-ის მიზანია ვერონაში საერთაშორისო მრავალენოვანი ფესტივალის დამკვიდრება, რომელიც უილიამ შექსპირის შემოქმედების შთაგონების წყაროდ ქცევას ემსახურება. ფესტივალის ორგანიზატორია ვერონის უნივერსიტეტის ცენტრი Skenè.
წელს ფესტივალზე საქართველოს გარდა წარმოდგენილი იქნება თეატრები საბერძნეთიდან, იტალიიდან, უკრაინიდან, ნორვეგიიდან, სერბეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლის „აურზაური არაფრის გამო“ რეჟისორია დიმიტრი ხვთისიაშვილი.
უილიამ შექსპირის კიდევ ერთი შესანიშნავი კომედია „აურზაური არაფრის გამო“ მოგვითხრობს სიყვარულისა და სიძულვილის, კეთილისა და ბოროტის კონფლიქტზე, რომელშიც სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს.
ყველა ახალი ამბავი
0