https://sputnik-georgia.com/20220811/partias-saqartvelostvis-xobsi-ori-deputati-gamoaklda-269372027.html
პარტიას „საქართველოსთვის“ ხობში ორი დეპუტატი გამოაკლდა
პარტიას „საქართველოსთვის“ ხობში ორი დეპუტატი გამოაკლდა
Sputnik საქართველო
დეპუტატები გახარიას პარტიიდან „ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ
2022-08-11T21:47+0400
2022-08-11T21:47+0400
2022-08-11T22:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252619149_0:26:1881:1084_1920x0_80_0_0_18decf8425ee7c3bc8b8826e1151c1d3.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ადგილობრივ სათათბირო ორგანოში – ხობის საკრებულოში ოთხი დეპუტატიდან ორი დაკარგა, ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.ხობში პარტიას ოთხი დეპუტატი ჰყავდა, რაც პარტიას ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას აძლევდა.მისი თქმით, ორივე დეპუტატი პარტიიდან გაირიცხა.„პარტიის „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, ხობის საკრებულოს წევრები ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია პარტიიდან გაირიცხნენ“, – განაცხადა სიჭინავამ.პარტია „საქართველოსთვის“ 2021 წლის მაისში დააფუძნა გიორგი გახარიამ, რომელმაც მანამდე, თებერვალში პრემიერ-მინისტრის პოსტი და „ქართული ოცნების“ რიგები დატოვა. პირველივე არჩევნებზე პარტიამ მესამე შედეგი აჩვენა და ქვეყნის თითქმის ყველა საკრებულოში მანდატი მოიპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252619149_410:0:1881:1103_1920x0_80_0_0_8454a1d60d7444915808ac8422775cbb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პარტია „საქართველოსთვის“ ხობი ორი დეპუტატი ნუგზარ შუშანია მაკა ჩარტია
პარტია „საქართველოსთვის“ ხობი ორი დეპუტატი ნუგზარ შუშანია მაკა ჩარტია
პარტიას „საქართველოსთვის“ ხობში ორი დეპუტატი გამოაკლდა
21:47 11.08.2022 (განახლებულია: 22:59 11.08.2022) დეპუტატები გახარიას პარტიიდან „ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ადგილობრივ სათათბირო ორგანოში – ხობის საკრებულოში ოთხი დეპუტატიდან ორი დაკარგა, ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
ხობში პარტიას ოთხი დეპუტატი ჰყავდა, რაც პარტიას ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას აძლევდა.
„დღეს, „ოცნების“ მხრიდან ზეწოლისა და ფინანსური სარგებლის დაპირების შედეგად, პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორმა მოსყიდულმა და გადაბირებულმა წევრმა. ნუგზარ შუშანიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას დაპირდნენ, ხოლო მეორეს, მაკა ჩარტიას – უმუშევარი მეუღლის დასაქმებას“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მისი თქმით, ორივე დეპუტატი პარტიიდან გაირიცხა.
„პარტიის „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, ხობის საკრებულოს წევრები ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია პარტიიდან გაირიცხნენ“, – განაცხადა სიჭინავამ.
პარტია „საქართველოსთვის“ 2021 წლის მაისში დააფუძნა გიორგი გახარიამ, რომელმაც მანამდე, თებერვალში პრემიერ-მინისტრის პოსტი და „ქართული ოცნების“ რიგები დატოვა. პირველივე არჩევნებზე პარტიამ მესამე შედეგი აჩვენა და ქვეყნის თითქმის ყველა საკრებულოში მანდატი მოიპოვა.