https://sputnik-georgia.com/20220811/navtobisa-da-gazis-korporaciis-direqtori-pirveladi-damusavebis-samsaxuris-musaobas-gaecno-269373143.html
ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი პირველადი დამუშავების სამსახურის მუშაობას გაეცნო
ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი პირველადი დამუშავების სამსახურის მუშაობას გაეცნო
Sputnik საქართველო
ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახურში მიმდებარე საბადოებიდან მოპოვებული ნავთობი საწყობდება, მუშავდება და სარეალიზაციოდ მზადდება.
2022-08-11T23:02+0400
2022-08-11T23:02+0400
2022-08-11T23:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0b/269370638_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_b87b9644d9b8cf907a12e1d31a32a6cd.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახური და ვაზიანის სარკინიგზო ჩიხი - ცისტერნებში ნავთობის ჩამოსხმის ესტაკადა - საქართველოს ენერგეტიკული სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ნათქვამია ნავთობისა და გაზის კორპორაციის განცხადებაში.კორპორაციის ინფორმაციით, ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახურში მიმდებარე საბადოებიდან მოპოვებული ნავთობი საწყობდება, მუშავდება და სარეალიზაციოდ მზადდება. ვაზიანის ჩიხს კი ნედლი ნავთობის ვაგონსცისტერნებში ჩატვირთვისა და შემდგომი რეალიზაციის ფუნქცია აქვს.კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი კომპანიის დირექტორებთან ერთად ორივე ობიექტზე სამუშაო პროცესს გაეცნო.მისი თქმით, შეფასდა და აღირიცხა ყველა ის დეტალი, რომლის გათვალისწინებაც სამომავლოდ ობიექტის რეაბილიტაციის პროცესში უნდა მოხდეს. გარდა ამისა, დაისახა გზები ყველა არსებული პრობლემის გადასაჭრელად და ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.ჩიქოვანის თქმით, ერთბაშად ყველა პრობლემის გადაჭრა რთულია, თუმცა საკითხზე იმსჯელებენ ობიექტზე მომუშავე გამოცდილ თანამშრომლებთან ერთად და თითოეული ნაბიჯი მათთან შეთანხმებით ეტაპობრივად დაიგეგმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0b/269370638_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_9c24541e18905917fdf6d8248cce920e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნავთობი გაზი კორპორაცია დირექტორიგიორგი ჩიქოვანი პირველადი დამუშავების სამსახური მუშაობა
ნავთობი გაზი კორპორაცია დირექტორიგიორგი ჩიქოვანი პირველადი დამუშავების სამსახური მუშაობა
ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი პირველადი დამუშავების სამსახურის მუშაობას გაეცნო
23:02 11.08.2022 (განახლებულია: 23:03 11.08.2022) ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახურში მიმდებარე საბადოებიდან მოპოვებული ნავთობი საწყობდება, მუშავდება და სარეალიზაციოდ მზადდება.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახური და ვაზიანის სარკინიგზო ჩიხი - ცისტერნებში ნავთობის ჩამოსხმის ესტაკადა - საქართველოს ენერგეტიკული სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ნათქვამია ნავთობისა და გაზის კორპორაციის განცხადებაში.
კორპორაციის ინფორმაციით, ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახურში მიმდებარე საბადოებიდან მოპოვებული ნავთობი საწყობდება, მუშავდება და სარეალიზაციოდ მზადდება. ვაზიანის ჩიხს კი ნედლი ნავთობის ვაგონსცისტერნებში ჩატვირთვისა და შემდგომი რეალიზაციის ფუნქცია აქვს.
კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი კომპანიის დირექტორებთან ერთად ორივე ობიექტზე სამუშაო პროცესს გაეცნო.
„საჭიროებების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, შეფასდა და აღირიცხა ყველა ის დეტალი, რომლის გათვალისწინებაც სამომავლოდ ობიექტის რეაბილიტაციის პროცესში უნდა მოხდეს. გარდა ამისა, დაისახა გზები ყველა არსებული პრობლემის გადასაჭრელად და ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.
ჩიქოვანის თქმით, ერთბაშად ყველა პრობლემის გადაჭრა რთულია, თუმცა საკითხზე იმსჯელებენ ობიექტზე მომუშავე გამოცდილ თანამშრომლებთან ერთად და თითოეული ნაბიჯი მათთან შეთანხმებით ეტაპობრივად დაიგეგმება.