ებრაელი ხელოვანი სიგალიტ ლანდაუ მკვდარი ზღვის სკულპტურებს ქმნის - ვიდეო

გამოწერა
ებრაელი ხელოვანი სიგალიტ ლანდაუ მკვდარი ზღვის თბილ მარილიან წყალში ყვინთავს, რათა დაათვალიეროს საკუთარი ბოლო ნამუშევრები – ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საგნები, როლებიც დაფარულია მარილის კრისტალებით და რომლებიც დილის მზეზე ბრწყინავენ.
დედამიწაზე ყველაზე დაბალი წერტილი ასევე არის ლანდაუს სტუდია, სადაც ის კვირების განმავლობაში ათავსებს საგნებს – ბალეტის კაბიდან დაწყებული მავთულის ჩარჩომდე, სანამ ისინი ჯადოსნურად არ გარდაიქმნება მარილის ყინულოვან ფენებად. შემდეგ ის რამდენიმე ასისტენტის დახმარებით ფრთხილად იღებს მყიფე არტეფაქტებს წყლიდან. ზოგიერთი ნივთი იმდენად მძიმდება მარილის გამო, რომ მათ ასაწევად ოთხი ადამიანია საჭირო.
ყველა ახალი ამბავი
0