https://sputnik-georgia.com/20220811/gwp-isnis-mosaxleobas-aprtxilebs-269365578.html
წყალმომარაგება შეწყდება: GWP ისნის მოსახლეობას აფრთხილებს
წყალმომარაგება შეწყდება: GWP ისნის მოსახლეობას აფრთხილებს
Sputnik საქართველო
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. 11.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-11T18:51+0400
2022-08-11T18:51+0400
2022-08-11T21:17+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250486206_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_925777d16861e5d16bf073e2069bffde.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ისნის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება 12 აგვისტოს 15:00 საათიდან 13 აგვისტოს 09:00 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.GWP-ს ცნობით, კომპანია 12 აგვისტოს ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში მეტეხის ქუჩის N1-ის მიმდებარედ წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ასევე დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული. დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი.შესაბამისად, წყალმომარაგება შეეზღუდება:ისნის რაიონში - ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილს, კაჩინსკის ქუჩის N1-5, ბოჭორმის, ლუსინიანის, ბოდბის, იალბუზის, პატარძეულის, უჯარმის, დოლაბაურის, მეტეხის, თელავის, ფერიცვალების, ჯორბენაძის, სოლომონ ბრძენის, 300 არაგველის, ღვინის აღმართს, დუტუ მეგრელის და მიმდებარე ქუჩებს.წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250486206_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_47855f92a5640a3f8953f7e3d8f18428.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
წყალმომარაგება შეწყდება: GWP ისნის მოსახლეობას აფრთხილებს
18:51 11.08.2022 (განახლებულია: 21:17 11.08.2022) წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ისნის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება 12 აგვისტოს 15:00 საათიდან 13 აგვისტოს 09:00 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, კომპანია 12 აგვისტოს ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში მეტეხის ქუჩის N1-ის მიმდებარედ წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ასევე დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული. დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი.
შესაბამისად, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში - ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილს, კაჩინსკის ქუჩის N1-5, ბოჭორმის, ლუსინიანის, ბოდბის, იალბუზის, პატარძეულის, უჯარმის, დოლაბაურის, მეტეხის, თელავის, ფერიცვალების, ჯორბენაძის, სოლომონ ბრძენის, 300 არაგველის, ღვინის აღმართს, დუტუ მეგრელის და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.