ეროვნულ გალერეაში ხელოვნების მუზეუმისთვის შეძენილი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

© courtesy of Novo Gallery გამოფენა
გამოფენა - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2022
გამოწერა
ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის ახალი კოლექციის ექსპონირება ეტაპობრივად განხორციელდება.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. 30-წლიანი წყვეტის შემდეგ კულტურის სამინისტროს მიერ 2021-2022 წლებში ხელოვნების მუზეუმისთვის შეძენილი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
„ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია 2021-2022“ (I ნაწილი) დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა, გაიმართა ამავე სახელწოდების კატალოგის პრეზენტაციაც.
სამინისტროს ცნობით, განახლდა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდი. ამ მიზნით კულტურის სამინისტრომ ჯამში 1,5 მლნ ლარი გამოყო.
2021-2022 წლებში შეძენილ ნამუშევრებს შორისაა:
1.
მოდერნისტი მხატვრის ვალერიან სიდამონ-ერისთავის მიერ 1930-იან წლებში შექმნილი ნამუშევრები (ჯამში 516).
2.
ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის 73 ნამუშევარი.
3.
100-ზე მეტი ქართველი მხატვრის ასეულობით ნამუშევარი (ე.წ. 1980/1990-იანელთა თაობა), რომელთაც მუზეუმი არ ფლობდა ან შესაბამისი მხატვარი არასაკმარისად იყო წარმოდგენილი სამუზეუმო ფონდებში.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ 17 მხატვრის 36 ნამუშევარი, რომლებმაც თავიანთი შემოქმედების ნიმუშები მუზეუმს საჩუქრად გადასცეს. შეძენილ ნამუშევართა კოლექციაში მოხვდა 2021 წელს სიღნაღის მუზეუმში გამართულ ნონკონფორმისტ მხატვართა პირველი ჯგუფური გამოფენიდან შეძენილი ნამუშევრებიც“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, აღნიშნული გამოფენის პარალელურად სიღნაღის მუზეუმი ახალი კოლექციიდან ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს.
დამთვალიერებელი გამოფენის ნახვას 10 სექტემბრამდე შეძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0