https://sputnik-georgia.com/20220811/daakaves-meriis-samxedro-articxvis-samsaxuris-ufrosi-269372435.html
ქრთამი სამხედრო გაწვევის სანაცვლოდ: დააკავეს მერიის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის უფროსი
ქრთამი სამხედრო გაწვევის სანაცვლოდ: დააკავეს მერიის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის უფროსი
Sputnik საქართველო
ხელვაჩაურის და ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსები წინასწარ შეთანხმდნენ და შუამავალი პირის დახმარებით მოქალაქეს ქრთამის სახით 1.500 ლარი გამოართვეს.
2022-08-11T22:25+0400
2022-08-11T22:25+0400
2022-08-11T23:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/99/233709908_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_6ef5d6b72434417bc1793b36d15cbb02.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ხელვაჩაურის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ქრთამის აღების ფაქტზე პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულს დაუკავშირდა ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი, რომელმაც მოქალაქის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის არაოფიციალურად გადავადება სთხოვა.აღნიშნული პირები წინასწარ შეთანხმდნენ და შუამავალი პირის დახმარებით მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვეს 1.500 ლარი. აღებული თანხიდან 500 ლარი ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა იმავე დღეს გადასცა დაკავებულს, 200 ლარი – შუამავალს, ხოლო 800 ლარი თავად დაიტოვა.უწყების ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსს 2022 წლის 11 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 25-338-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე.წყარო - სუსი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/99/233709908_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_aa26720d9bde808f8e5bcd8f83fb58c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქრთამი სამხედრო გაწვევა მერია სამხედრო აღრიცხვა სამსახური უფროსი ხელვაჩაური
ქრთამი სამხედრო გაწვევა მერია სამხედრო აღრიცხვა სამსახური უფროსი ხელვაჩაური
ქრთამი სამხედრო გაწვევის სანაცვლოდ: დააკავეს მერიის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის უფროსი
22:25 11.08.2022 (განახლებულია: 23:01 11.08.2022) ხელვაჩაურის და ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსები წინასწარ შეთანხმდნენ და შუამავალი პირის დახმარებით მოქალაქეს ქრთამის სახით 1.500 ლარი გამოართვეს.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ხელვაჩაურის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ქრთამის აღების ფაქტზე პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულს დაუკავშირდა ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი, რომელმაც მოქალაქის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის არაოფიციალურად გადავადება სთხოვა.
აღნიშნული პირები წინასწარ შეთანხმდნენ და შუამავალი პირის დახმარებით მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვეს 1.500 ლარი. აღებული თანხიდან 500 ლარი ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა იმავე დღეს გადასცა დაკავებულს, 200 ლარი – შუამავალს, ხოლო 800 ლარი თავად დაიტოვა.
უწყების ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსს 2022 წლის 11 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 25-338-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე.