https://sputnik-georgia.com/20220810/ungreti-mzadaa-gadaixados-rusuli-navtobis-tranzitis-safasuri-269324789.html
უნგრეთი მზადაა გადაიხადოს რუსული ნავთობის ტრანზიტის საფასური
უნგრეთი მზადაა გადაიხადოს რუსული ნავთობის ტრანზიტის საფასური
Sputnik საქართველო
„უკრტრანსნავტამ" 4 აგვისტოს შეაჩერა რუსული ნავთობის მიწოდება ნავთობსადენი „დრუჟბას" სამხრეთი შტოს მეშვეობით, რომელიც უნგრეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს ამარაგებდა. 10.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-10T10:12+0400
2022-08-10T10:12+0400
2023-07-20T15:46+0400
ახალი ამბები
უნგრეთი
უკრაინა
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0a/269324004_0:116:3059:1836_1920x0_80_0_0_5e77c98febf8fd43c0267dafb65c4f47.jpg
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. უნგრულმა ნავთობგაზის კომპანია MOL-მა განაცხადა მოლაპარაკებების შესახებ, რომლის მიხედვით მას გადაეცემა რუსული ნავთობის მილსადენი „დრუჟბით" ტრანზიტის საფასურის გადახდის ვალდებულება.სამშაბათს „ტრანსნეფტის" პრეზიდენტის მრჩეველმა იგორ დემინმა განაცხადა, რომ „უკრტრანსნავტამ" 4 აგვისტოს შეაჩერა რუსული ნავთობის მიწოდება ნავთობსადენი „დრუჟბას" სამხრეთი შტოს მეშვეობით, რომლითაც მარაგდებოდა უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი. მისი თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსულ მხარეს ევროკავშირის სანქციების გამო არ ჰქონდა შესაძლებლობა, თავად გადაეხადა ტრანზიტის ფული. ამასთან, „ტრანსნეფტი" მომსახურების გადახდის ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობს.MOL-ში აღნიშნეს, რომ ამჟამად რამდენიმე კვირის მარაგი აქვთ, მაგრამ ამასთან ერთად კომპანია გამოვიდა ინიციატივით, დაიწყოს მოლაპარაკებები ნავთობის ტრანსპორტირების საფასურის გადახდის ვალდებულების საკუთარ თავზე აღების შესახებ.ნავთობსადენი „დრუჟბა" სამარის ოლქში იწყება, გადის ბრიანსკს და შემდეგ ჩრდილოეთ და სამხრეთ ტოტებად ნაწილდება. ეს ორი ტოტი გადის ბელარუსის, უკრაინის, პოლონეთის, გერმანიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ტერიტორიებს. უკრაინის მონაკვეთი „უკრტრანსნაფტას" საკუთრებაშია, ტრანზიტის ფულს კი რუსეთი იხდის.
უნგრეთი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0a/269324004_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_0a01038cf246ecd4a12786b813647995.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, უნგრეთი, უკრაინა , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, უნგრეთი, უკრაინა , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
უნგრეთი მზადაა გადაიხადოს რუსული ნავთობის ტრანზიტის საფასური
10:12 10.08.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) „უკრტრანსნავტამ" 4 აგვისტოს შეაჩერა რუსული ნავთობის მიწოდება ნავთობსადენი „დრუჟბას" სამხრეთი შტოს მეშვეობით, რომელიც უნგრეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს ამარაგებდა.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. უნგრულმა ნავთობგაზის კომპანია MOL-მა განაცხადა მოლაპარაკებების შესახებ, რომლის მიხედვით მას გადაეცემა რუსული ნავთობის მილსადენი „დრუჟბით" ტრანზიტის საფასურის გადახდის ვალდებულება.
სამშაბათს „ტრანსნეფტის" პრეზიდენტის მრჩეველმა იგორ დემინმა განაცხადა, რომ „უკრტრანსნავტამ" 4 აგვისტოს შეაჩერა რუსული ნავთობის მიწოდება ნავთობსადენი „დრუჟბას" სამხრეთი შტოს მეშვეობით, რომლითაც მარაგდებოდა უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი. მისი თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსულ მხარეს ევროკავშირის სანქციების გამო არ ჰქონდა შესაძლებლობა, თავად გადაეხადა ტრანზიტის ფული. ამასთან, „ტრანსნეფტი" მომსახურების გადახდის ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობს.
„ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება მილსადენი „დრუჟბის" მეშვეობით რამდენიმე დღე შეჩერებულია, ჩვენი მონაცემებით, იმის გამო, რომ ბანკების მხრიდან ტექნიკური პრობლემები შეიქმნა რუსული მხრიდან ტრანზიტის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით", – განაცხადეს კომპანიაში.
MOL-ში აღნიშნეს, რომ ამჟამად რამდენიმე კვირის მარაგი აქვთ, მაგრამ ამასთან ერთად კომპანია გამოვიდა ინიციატივით, დაიწყოს მოლაპარაკებები ნავთობის ტრანსპორტირების საფასურის გადახდის ვალდებულების საკუთარ თავზე აღების შესახებ.
ნავთობსადენი „დრუჟბა" სამარის ოლქში იწყება, გადის ბრიანსკს და შემდეგ ჩრდილოეთ და სამხრეთ ტოტებად ნაწილდება. ეს ორი ტოტი გადის ბელარუსის, უკრაინის, პოლონეთის, გერმანიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ტერიტორიებს. უკრაინის მონაკვეთი „უკრტრანსნაფტას" საკუთრებაშია, ტრანზიტის ფულს კი რუსეთი იხდის.