https://sputnik-georgia.com/20220810/tarlitoba-miwis-nakvetebtan-dakavsirebit-269334917.html
თაღლითობა მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით: დაკავებულია სამი პირი
თაღლითობა მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით: დაკავებულია სამი პირი
Sputnik საქართველო
ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. 10.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-10T17:08+0400
2022-08-10T17:08+0400
2022-08-10T21:55+0400
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23870/72/238707281_3:0:1022:573_1920x0_80_0_0_46303d6b96bd59344d1a6ce7e4d8f0e3.jpg
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი ადამიანი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2020-2021 წლებში ყალბი დოკუმენტების დამზადების გზით საკუთრებაში დაირეგისტრირეს მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 4.318 მ2 მოცულობის 4 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 656.295 ლარია.გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით გრძელდება.ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23870/72/238707281_130:0:894:573_1920x0_80_0_0_1173dda225c86264716e4786f3344bbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
თაღლითობა მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით: დაკავებულია სამი პირი
17:08 10.08.2022 (განახლებულია: 21:55 10.08.2022) ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი ადამიანი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2020-2021 წლებში ყალბი დოკუმენტების დამზადების გზით საკუთრებაში დაირეგისტრირეს მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 4.318 მ2 მოცულობის 4 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 656.295 ლარია.
გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები.
„მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით", – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით გრძელდება.
ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.