https://sputnik-georgia.com/20220810/samsvidobo-operaciebsi-darupuli-an-dasavebuli-jariskacebis-svilebi-grants-miireben-269343706.html
სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან დაშავებული ჯარისკაცების შვილები გრანტს მიიღებენ
სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან დაშავებული ჯარისკაცების შვილები გრანტს მიიღებენ
Sputnik საქართველო
სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების პროექტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიცირებული სიახლე უკვე მიღებულია და 2022-2023 სასწავლო წლიდან შევა ძალაში.
2022-08-10T19:37+0400
2022-08-10T19:37+0400
2022-08-10T23:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/07/249380659_0:170:2059:1328_1920x0_80_0_0_6aaec2e94412a1c6d5d05611010236f9.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ახალი სასწავლო წლიდან საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.ახალ სასწავლო წელს სულ სამი ასეთი ადამიანია.2022-2023 სასწავლო წელს გრანტს ჯამში 853 სტუდენტი მიიღებს. მათ შორის არიან მაღალმთიანი რეგიონების სკოლადამთავრებულები, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა შვილები, ობოლი ბავშვები, ბავშვები მრავალშვილიანი ოჯახებიდან, შშმ და აუტისტური სპექტრის მქონე პირები, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები და ასევე ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.გრანტის ოდენობა ერთ სტუდენტზე წელიწადში 2250 ლარს შეადგენს. ახალ სასწავლო წელს დაფინანსების ჯამური მოცულობა 1,92 მილიონი ლარია.თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში ამ დრომდე სასწავლო გრანტით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილები სარგებლობდნენ.ახალი სასწავლო წლიდან გრანტს მიიღებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანები ან მათი შვილები.სასწავლო გრანტით დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტებს.უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.კერძოდ, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/07/249380659_0:153:2059:1697_1920x0_80_0_0_0fca6f038f10552f75ba7b40aad52dc1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სამშვიდობო ოპერაციები დაღუპული დაშავებული ჯარისკაცები შვილები გრანტი
სამშვიდობო ოპერაციები დაღუპული დაშავებული ჯარისკაცები შვილები გრანტი
სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან დაშავებული ჯარისკაცების შვილები გრანტს მიიღებენ
19:37 10.08.2022 (განახლებულია: 23:02 10.08.2022) სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების პროექტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული სიახლე უკვე მიღებულია და ის 2022-2023 სასწავლო წლიდან შევა ძალაში.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ახალი სასწავლო წლიდან საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ახალ სასწავლო წელს სულ სამი ასეთი ადამიანია.
2022-2023 სასწავლო წელს გრანტს ჯამში 853 სტუდენტი მიიღებს. მათ შორის არიან მაღალმთიანი რეგიონების სკოლადამთავრებულები, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა შვილები, ობოლი ბავშვები, ბავშვები მრავალშვილიანი ოჯახებიდან, შშმ და აუტისტური სპექტრის მქონე პირები, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები და ასევე ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.
გრანტის ოდენობა ერთ სტუდენტზე წელიწადში 2250 ლარს შეადგენს. ახალ სასწავლო წელს დაფინანსების ჯამური მოცულობა 1,92 მილიონი ლარია.
თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში ამ დრომდე სასწავლო გრანტით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილები სარგებლობდნენ.
ახალი სასწავლო წლიდან გრანტს მიიღებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანები ან მათი შვილები.
სასწავლო გრანტით დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტებს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
კერძოდ, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ.