https://sputnik-georgia.com/20220810/sad-aris-msoflio-bankis-mier-gamoyofili-59-mln-regionuli-ganvitarebis-saministros-pasuxi-269344147.html
სად არის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 59 მლნ - რეგიონული განვითარების სამინისტროს პასუხი
სად არის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 59 მლნ - რეგიონული განვითარების სამინისტროს პასუხი
Sputnik საქართველო
გურიაში საგზაო საფარის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი მოიგო კომპანიამ China Road and Bridge Corporation
2022-08-10T20:02+0400
2022-08-10T20:02+0400
2022-08-10T22:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ვითარება გზებზე
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23549/29/235492997_0:76:1533:938_1920x0_80_0_0_793982f0b04d0d07f773c9528bf9cefc.jpg
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. კომპანია China Road and Bridge Corporation-ს, რომელიც დასავლეთ საქართველოში გზის შეკეთებას ახორციელებს, არ მიუღია მთლიანი თანხა, რომელიც პროექტის განხორციელებაზე მსოფლიო ბანკმა გამოყო, განაცხადეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მასმედიაში გასული კრიტიკული სიუჟეტის პასუხად.სამშაბათს ერთ-ერთ ტელეარხზე გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ მთლიანი თანხა – 59 მლნ ლარი ჩაურიცხა ჩინურ კომპანიას გურიის რეგიონში გზის რემონტისთვის, მაგრამ უკვე ორი წელია გზები გადათხრილია და გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია.საუბარია გურიის რეგიონში 9 სხვადასხვა დაზიანებული საგზაო მონაკვეთის (ჯამში 63 კილომეტრის სიგრძის) რეაბილიტაციაზე.სამინისტროს განცხადებით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროექტზე მომზადებული სიუჟეტი შეიცავდა მცდარ ინფორმაციას არა მხოლოდ პროექტის დაწყების თარიღის, არამედ მისი დასრულების ვადების, შესრულებული სამუშაოს მოცულობის, ფაქტობრივად ანაზღაურებული თანხის და პროექტთან დაკავშირებული სხვა გარემოებების შესახებ.პროექტი არა ორი წლის წინ, არამედ 2021 წლის მაისის ბოლოს დაიწყო საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია China Road and Bridge Corporation-მა.გზის რეაბილიტაციის პროექტი 7 ლოტად დაიყო და მისი დასრულება ეტაპობრივად 2022 წლის ნოემბერის ბოლომდე განისაზღვრა. ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორ კომპანიას თანხა უნაზღაურდება ფაქტობრივად შესრულებული და ზედამხედველი კომპანიის მიერ დადასტურებული სამუშაოს პროპორციულად.სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენის გამო ერთ მონაკვეთზე კომპანიასთან შეწყვეტილია ხელშეკრულება. ამოქმედებულია საავანსო გადახდისა და ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია და კომპანიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანაზღაურებულია 4,8 მილიონი ლარი.გარდა ამისა, სამ მონაკვეთზე ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების გამო კომპანიას ეკისრება ჯარიმები ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.ამ დროისათვის კომპანიაზე დარიცხული ჯარიმების ჯამური ოდენობა უკვე 1,7 მილიონ ლარს შეადგენს.სამინისტროში აღნიშნეს, რომ დღეის მდგომარეობით კომპანიას მნიშვნელოვნად გაზრდილი აქვს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ტემპი. თუმცა სამუშაოების წარმოების პროცესი რჩება მონიტორინგის რეჟიმში და არასაკმარისი პროგრესის შემთხვევაში მიღებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.განცხადებაში აღნიშნულია, რომ როდესაც მედიასაშუალება სიუჟეტს ამზადებს კომპეტენტურ ორგანოსთან გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე, ეს, სამწუხაროდ, ქმნის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მისი მიზანი არა საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, არამედ მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის დისკრედიტაცია და კონკრეტული ოპოზიციური პარტიების ინტერესების გატარებაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23549/29/235492997_90:0:1441:1013_1920x0_80_0_0_c79cb085c3508f2aa64a0a327dbc10ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო ბანკი 59 მლნ ლარი - რეგიონული განვითარების სამინისტრო პასუხი სიუჟეტი ჩინური კომპანია
მსოფლიო ბანკი 59 მლნ ლარი - რეგიონული განვითარების სამინისტრო პასუხი სიუჟეტი ჩინური კომპანია
სად არის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 59 მლნ - რეგიონული განვითარების სამინისტროს პასუხი
20:02 10.08.2022 (განახლებულია: 22:49 10.08.2022) გურიაში საგზაო საფარის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი მოიგო კომპანიამ China Road and Bridge Corporation.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. კომპანია China Road and Bridge Corporation-ს, რომელიც დასავლეთ საქართველოში გზის შეკეთებას ახორციელებს, არ მიუღია მთლიანი თანხა, რომელიც პროექტის განხორციელებაზე მსოფლიო ბანკმა გამოყო, განაცხადეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მასმედიაში გასული კრიტიკული სიუჟეტის პასუხად.
სამშაბათს ერთ-ერთ ტელეარხზე გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ მთლიანი თანხა – 59 მლნ ლარი ჩაურიცხა ჩინურ კომპანიას გურიის რეგიონში გზის რემონტისთვის, მაგრამ უკვე ორი წელია გზები გადათხრილია და გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია.
საუბარია გურიის რეგიონში 9 სხვადასხვა დაზიანებული საგზაო მონაკვეთის (ჯამში 63 კილომეტრის სიგრძის) რეაბილიტაციაზე.
სამინისტროს განცხადებით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროექტზე მომზადებული სიუჟეტი შეიცავდა მცდარ ინფორმაციას არა მხოლოდ პროექტის დაწყების თარიღის, არამედ მისი დასრულების ვადების, შესრულებული სამუშაოს მოცულობის, ფაქტობრივად ანაზღაურებული თანხის და პროექტთან დაკავშირებული სხვა გარემოებების შესახებ.
პროექტი არა ორი წლის წინ, არამედ 2021 წლის მაისის ბოლოს დაიწყო საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია China Road and Bridge Corporation-მა.
გზის რეაბილიტაციის პროექტი 7 ლოტად დაიყო და მისი დასრულება ეტაპობრივად 2022 წლის ნოემბერის ბოლომდე განისაზღვრა. ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორ კომპანიას თანხა უნაზღაურდება ფაქტობრივად შესრულებული და ზედამხედველი კომპანიის მიერ დადასტურებული სამუშაოს პროპორციულად.
„დღევანდელი მონაცემებით, 58,5 მილიონი ლარიდან კომპანიას საავანსო გადახდითა და ფაქტობრივი შესრულებისათვის მიღებული აქვს მხოლოდ 13,2 მილიონი ლარი. გზის რეაბილიტაციის პროექტის ერთ მონაკვეთზე (ჩოხატაურის ცენტრი) სამუშაოები უკვე დასრულებულია და მოწყობილია გზის საფარი“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენის გამო ერთ მონაკვეთზე კომპანიასთან შეწყვეტილია ხელშეკრულება. ამოქმედებულია საავანსო გადახდისა და ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია და კომპანიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანაზღაურებულია 4,8 მილიონი ლარი.
გარდა ამისა, სამ მონაკვეთზე ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების გამო კომპანიას ეკისრება ჯარიმები ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამ დროისათვის კომპანიაზე დარიცხული ჯარიმების ჯამური ოდენობა უკვე 1,7 მილიონ ლარს შეადგენს.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ დღეის მდგომარეობით კომპანიას მნიშვნელოვნად გაზრდილი აქვს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ტემპი. თუმცა სამუშაოების წარმოების პროცესი რჩება მონიტორინგის რეჟიმში და არასაკმარისი პროგრესის შემთხვევაში მიღებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ როდესაც მედიასაშუალება სიუჟეტს ამზადებს კომპეტენტურ ორგანოსთან გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე, ეს, სამწუხაროდ, ქმნის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მისი მიზანი არა საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, არამედ მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის დისკრედიტაცია და კონკრეტული ოპოზიციური პარტიების ინტერესების გატარებაა.