რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოითხოვა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბლოკი
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბლოკი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2022
გამოწერა
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპის უდიდესი ატომური სადგურია.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ბოლო დღეებში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უკრაინული შეტევების გამო მოსკოვი 11 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს, განუცხადა ჟურნალისტებს წყარომ გაეროში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაში.
მისი ინფორმაციით, რუსულმა მხარემ ეს საგანგებო სხდომა 11 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში მოითხოვა, რათა განიხილონ კიევის დარტყმები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და მისი შესაძლო კატასტროფული შედეგები.
სხვა წყარომ გაეროს უშიშროების საბჭოში РИА Новости-სთან დააზუსტა, რომ ამ სხდომაზე ერთ-ერთ მომხსენებლად რუსეთს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის რაფაელ გროსის ნახვა სურს.
უფრო ადრე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ სროლების გამო შეშფოთებულია, რადგან ეს „ატომური კატასტროფის სრულიად რეალურ საშიშროებას უსვამს ხაზს".
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდი ატომური სადგურია ევროპაში. ის გამოიმუშავებდა უკრაინის მთელი ელექტროენერგიის ერთ მეოთხედს. მისი სიმძლავრე დაახლოებით 6 ათასი მეგავატია, შედგება ექვსი ენერგობლოკისგან.
ობიექტი 2022 წლის მარტში რუსულმა ძალებმა აიღეს კონტროლის ქვეშ, თუმცა სადგური უკრაინული ოპერატორის მიერ იმართება. ამჟამად ატომური ელექტროსადგური სიმძლავრის 70%-ს იყენებს.
ყველა ახალი ამბავი
0