https://sputnik-georgia.com/20220810/rogor-sevinacot-fuli-sworad-269330873.html
როგორ შევინახოთ ფული სწორად
როგორ შევინახოთ ფული სწორად
Sputnik საქართველო
მდიდარი რომ იყო, საკმარისი არაა ფულის გამომუშავება, ასევე მნიშვნელოვანია მისი სწორად შენახვა. 10.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-10T15:55+0400
2022-08-10T15:55+0400
2022-08-10T21:43+0400
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250763612_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_9d5ebbf7ff58f0b1d7b6e4c08bc28237.jpg
როგორ უნდა შევინახოთ ფული – ამის თაობაზე საყურადღებოა ბიოენერგეტიკის სპეციალისტების რჩევები.სახლი რომ ფულისგან არ დაიცალოს, პირველ რიგში საჭიროა თვითონ სახლის სისუფთავე. არეულობა და ბევრი უსარგებლო ნივთი იღბალს აფრთხობს და წარმატებას აბრკოლებს.ფულს წესრიგი უყვარსფულს წესრიგი უყვარს, ამიტომ კუპიურა აკურატულად უნდა დადოთ სხვა კუპიურებთან ერთად. არ ჩააგდოთ ფული ქილაში, ყუთში და თან ქაოსურად. ეს ნეგატიურად აისახება ფინანსურ ნაკადებზე.არ შეინახოთ ფული საძინებელ ოთახშისაძინებელი დასვენების ადგილია. იქ ფულს არაფერი ესაქმება. თუ თანხას საძინებელში შეინახავთ, ფულსაც „დაეძინება". შესანახად საუკეთესო ადგილია სამუშაო კაბინეტი, სასტუმრო ოთახი. ძალიან კარგია მისი შენახვა ოთახის „დიდების" ზონაში, სადაც განთავსებული გაქვთ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თქვენი სიგელები, თასები, მედლები.ბნელი კუთხეფულს სიმშვიდე უყვარს, ამიტომ კარგია მისი შენახვა იქ, სადაც არაა გამჭოლი ნიავი, რათა ქარმა მისი „სიმშვიდე" არ დაარღვიოს. ჯობს ის ბნელ ადგილზე შეინახოთ და უცხოთა თვალს მოარიდოთ.სივრცეფული მჭიდრო ადგილზე არ უნდა შეინახოთ. არავითარ შემთხვევაში არ ჩადოთ ის საქაღალდეში, წიგნში. ის ფართო ყუთში მოათავსეთ. ასევე ექსპერტები გვირჩევენ, რომ ლამაზი ყუთი შევარჩიოთ.გადაყარეთ უსარგებლო ნივთები – ისინი თქვენს ცხოვრებას ამუხრუჭებენ>>ნაღდი ფული თუ ბარათიგანსხვავება არ არის, მაგრამ ბარათი მარტივია. მასზე ზემოთ აღწერილი ყველა წესი ვრცელდება. რა თქმა უნდა, არ ღირს ნერვიულობა იმ ბარათზე, რომელსაც მუდმივად იყენებთ. თვალს მოშორებულ ადგილზე შეინახეთ ის ბარათი, რომელსაც არ იყენებთ.არ დაკეცოთ ფულიეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია. ბევრს უყვარს ფულის დაკეცვა, გორგალივით დახვევა, მაგრამ ამის გაკეთება არ ღირს. ეს ნეგატიურად მოქმედებს ფინანსურ ნაკადებზე. ფული მალე გაქრება, თუ მას დაკუჭულს ან დახვეულს შეინახავთ. ყველაზე კარგი ვარიანტია სეიფი, მაგრამ ამის საშუალება ყველას არა აქვს. მთავარია, ისეთ ადგილზე შეინახოთ, რომ თავი მშვიდად იგრძნოთ და არ ინერვიულოთ.
https://sputnik-georgia.com/20190912/nivTebi-Cvens-saxlSi-romlebic-warmatebas-izidavs-246467184.html
https://sputnik-georgia.com/20210826/numerologiis-magia-tu-gindat-fuli-moizidot-258620449.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250763612_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_4e425711653eadb702f00cbc6d3492c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
როგორ შევინახოთ ფული სწორად
15:55 10.08.2022 (განახლებულია: 21:43 10.08.2022) მდიდარი რომ იყო, საკმარისი არაა ფულის გამომუშავება, ასევე მნიშვნელოვანია მისი სწორად შენახვა.
როგორ უნდა შევინახოთ ფული – ამის თაობაზე საყურადღებოა ბიოენერგეტიკის სპეციალისტების რჩევები.
სახლი რომ ფულისგან არ დაიცალოს, პირველ რიგში საჭიროა თვითონ სახლის სისუფთავე. არეულობა და ბევრი უსარგებლო ნივთი იღბალს აფრთხობს და წარმატებას აბრკოლებს.
ფულს წესრიგი უყვარს, ამიტომ კუპიურა აკურატულად უნდა დადოთ სხვა კუპიურებთან ერთად. არ ჩააგდოთ ფული ქილაში, ყუთში და თან ქაოსურად. ეს ნეგატიურად აისახება ფინანსურ ნაკადებზე.
არ შეინახოთ ფული საძინებელ ოთახში
საძინებელი დასვენების ადგილია. იქ ფულს არაფერი ესაქმება. თუ თანხას საძინებელში შეინახავთ, ფულსაც „დაეძინება". შესანახად საუკეთესო ადგილია სამუშაო კაბინეტი, სასტუმრო ოთახი. ძალიან კარგია მისი შენახვა ოთახის „დიდების" ზონაში, სადაც განთავსებული გაქვთ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თქვენი სიგელები, თასები, მედლები.
12 სექტემბერი 2019, 11:15
ფულს სიმშვიდე უყვარს, ამიტომ კარგია მისი შენახვა იქ, სადაც არაა გამჭოლი ნიავი, რათა ქარმა მისი „სიმშვიდე" არ დაარღვიოს. ჯობს ის ბნელ ადგილზე შეინახოთ და უცხოთა თვალს მოარიდოთ.
ფული მჭიდრო ადგილზე არ უნდა შეინახოთ. არავითარ შემთხვევაში არ ჩადოთ ის საქაღალდეში, წიგნში. ის ფართო ყუთში მოათავსეთ. ასევე ექსპერტები გვირჩევენ, რომ ლამაზი ყუთი შევარჩიოთ.
განსხვავება არ არის, მაგრამ ბარათი მარტივია. მასზე ზემოთ აღწერილი ყველა წესი ვრცელდება. რა თქმა უნდა, არ ღირს ნერვიულობა იმ ბარათზე, რომელსაც მუდმივად იყენებთ. თვალს მოშორებულ ადგილზე შეინახეთ ის ბარათი, რომელსაც არ იყენებთ.
ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია. ბევრს უყვარს ფულის დაკეცვა, გორგალივით დახვევა, მაგრამ ამის გაკეთება არ ღირს. ეს ნეგატიურად მოქმედებს ფინანსურ ნაკადებზე. ფული მალე გაქრება, თუ მას დაკუჭულს ან დახვეულს შეინახავთ. ყველაზე კარგი ვარიანტია სეიფი, მაგრამ ამის საშუალება ყველას არა აქვს. მთავარია, ისეთ ადგილზე შეინახოთ, რომ თავი მშვიდად იგრძნოთ და არ ინერვიულოთ.