პრემიერი: მოჭადრაკე ქალთა ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2022
გამოწერა
მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაში, რომელიც 28 ივლისიდან 9 აგვისტომდე ჩატარდა, 188 ვაჟთა და 162 ქალთა გუნდი მონაწილეობდა.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებს 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ვერცხლის პრიზიორობა მიულოცა.

„საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია! ვულოცავ ჩვენს საამაყო ქალბატონებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ!“ – ნათქვამია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნულმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
ქართველმა მოჭადრაკეებმა საბოლოოდ უკრაინის ნაკრების მსგავსად 18 ქულა დააგროვეს, მაგრამ უკრაინის ნაკრები დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში ანგარიშით 3:1 აზერბაიჯანის გუნდი დაამარცხა. ნინო ბაციაშვილმა და მერი არაბიძემ მატჩები გამარჯვებით დაასრულეს, ხოლო ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა ქულები თავის მეტოქეებთან გაიყვეს.
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ბოლო ტური ეგვიპტესთან ყაიმით 2:2 დაასრულა და 14 ქულით შემაჯამებელი 23-ე ადგილი დაიკავა (188 გუნდს შორის). ჩემპიონი მამაკაცთა შორის უზბეკეთის გუნდი გახდა.
მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაში, რომელიც 28 ივლისიდან 9 აგვისტომდე ჩატარდა, 188 ვაჟთა და 162 ქალთა გუნდი მონაწილეობდა.
ყველა ახალი ამბავი
0