ოხანაშვილი: ეთნიკური ნიშნით საქართველოში შემოსვლის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია

© Parliament of Georgiaანრი ოხანაშვილი
ანრი ოხანაშვილი  - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2022
გამოწერა
ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ქსენოფობია დაუშვებელია, ამასთან მან საქართველოს კანონმდებლობის დაცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ადამიანების ეთნიკური ნიშნით დაყოფა არის ქსენოფობია, დაუშვებელია საქართველოში შემოსვლის უფლების შეზღუდვა ამ ნიშნით, განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
ოპოზიციონერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უკონტროლოდ შემოდიან უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რაც, მათი თქმით, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რიგი პარტიები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით გამოვიდნენ.

„რუსებიც და სხვებიც როგორც ტურისტები არიან ევროპაშიც, ამერიკაშიც და ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში. არ მახსენდება რომელიმე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება, რომ ქვეყანაში შესვლის უფლება ვინმეს ეთნიკური ნიშნით უნდა შეეზღუდოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ქსენოფობია დაუშვებელია.
„ადამიანების ეთნიკური ნიშნით დაყოფა – ეს არის ქსენოფობია, ხოლო ძალადობისკენ წახალისება შეიძლება შუღლის გამომწვევ საკითხებში გადაიზარდოს, რაც ასევე დაუშვებელია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამავე დროს დეპუტატმა ისაუბრა იმაზე, რომ დაუშვებელია საქართველოს კანონების დარღვევა.
„თუ ვინმეს დარღვეული აქვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, ეთნიკურ ნიშანს მნიშვნელობა არა აქვს, ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამას გააკეთებს, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ასევე ყველა შესაბამისი უწყება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ და ქვეყანაში იმყოფებიან, 31 ივლისის მდგომარეობით, მათი რაოდენობა 110 ათასზე ნაკლებია, ანუ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 3 პროცენტი. ეს სამჯერ ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს. „უფრო მეტიც, მათი უმრავლესობა ეროვნებით ქართველია – რუსეთში დაახლოებით მილიონი ქართველი ცხოვრობს“, – განაცხადა უფრო ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0