https://sputnik-georgia.com/20220810/moswavle-axalgazrdobis-sasaxlis-restavracia-grzeldeba-269333941.html
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია გრძელდება
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია გრძელდება
Sputnik საქართველო
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარესტავრაციო სამუშაოებს განვითარების ფონდი ახორციელებს. 10.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-10T16:22+0400
2022-08-10T16:22+0400
2022-08-10T21:48+0400
საქართველო
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250066188_0:87:3072:1815_1920x0_80_0_0_b68b4b49b15e3118e15a9e68a95f8ea3.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.როგორც ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება და შენარჩუნებაა. გამომდინარე იქიდან, რომ სასახლე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა თითოეულ ორნამენტსა თუ დეტალს.მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან ირაკლი გვილავასთან და სასახლის დირექტორ თიკა რუხაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რესტავრაციის პროექტის ბიუჯეტი 33,7 მლნ ლარს შეადგენს. შენობის სრული რეაბილიტაციის დასრულება 2023 წლის ბოლოსთვის იგეგმება.მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე XIX საუკუნის დასაწყისში აშენდა, თავის დროზე ასრულებდა მეფისნაცვლის სასახლის ფუნქციას და ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. უკვე რამდენიმე ათეული წელია სასახლე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია და ამჟამადაც ბავშვების არაფორმალური განათლების ლიდერის ფუნქციას ასრულებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250066188_197:0:2928:2048_1920x0_80_0_0_68a6b873eb736c118931906f30895b5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია გრძელდება
16:22 10.08.2022 (განახლებულია: 21:48 10.08.2022) მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარესტავრაციო სამუშაოებს განვითარების ფონდი ახორციელებს.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება და შენარჩუნებაა. გამომდინარე იქიდან, რომ სასახლე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა თითოეულ ორნამენტსა თუ დეტალს.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან ირაკლი გვილავასთან და სასახლის დირექტორ თიკა რუხაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სრული სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს: საინჟინრო ქსელების მოწესრიგებას, ბაღისა და 9 აპრილის ქუჩის მხარეს მდებარე მაღალი საყრდენი კედლის გამაგრებასა და საძირკვლის გაძლიერებას, ინტერიერში ოთახების აღდგენა-რეატავრაციას, მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს, კარ-ფანჯრების განახლებას, დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადის რესტავრაციასა და მის გადაწყობა-აღდგენას, სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას შენობაზე, ეზოსა და სასახლის ისტორიულ ღობეებზე.
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რესტავრაციის პროექტის ბიუჯეტი 33,7 მლნ ლარს შეადგენს. შენობის სრული რეაბილიტაციის დასრულება 2023 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე XIX საუკუნის დასაწყისში აშენდა, თავის დროზე ასრულებდა მეფისნაცვლის სასახლის ფუნქციას და ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. უკვე რამდენიმე ათეული წელია სასახლე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია და ამჟამადაც ბავშვების არაფორმალური განათლების ლიდერის ფუნქციას ასრულებს.