მაშველები დათვისჯვრის უღელტეხილზე დაშავებულ მოლაშქრეებს დაეხმარნენ

© courtesy of Mindia Davitadzeტურისტი მთაში
ტურისტი მთაში - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2022
გამოწერა
სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყვნენ მეხანძრე-მაშველები, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის თანამშრომლები.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. დუშეთის რაიონში, დათვისჯვრის უღელტეხილის მიმდებარედ მაშველებმა დაშავებულ მოლაშქრეებს დახმარება აღმოუჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამერიკის შეერთებული შტატების გარმინის საერთაშორისო საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ დათვისჯვრის უღელტეხილის მიმდებარედ გადაადგილდებოდა უცხოელ მოლაშქრეთა 30-კაციანი ჯგუფი, რა დროსაც ორი მათგანი გახდა შეუძლოდ და ჯანმრთელობის გაუარესების გამო ესაჭიროებოდათ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მაშველთა ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გავიდა.

„რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მაშველები ფეხით გადაადგილდებოდნენ. მაშველებმა და დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს უცხოელ მოლაშქრეთა ჯგუფის ადგილმდებარეობა, რის შემდეგაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ორი მოქალაქე თანმხლებ პირებთან ერთად დაახლოებით 15 კილომეტრის მანძილზე საავტომობილო გზამდე ჩამოიყვანეს", – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეუძლოდ მყოფი მოლაშქრეები ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0