Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემ შესახებ სულ მესმოდა „ჩვენი იღბლიანი გოგო“ - მაკა შალიკაშვილის რჩევა მშობლებს

© courtesy of Maka Shalikashviliმაკა შალიკაშვილი
მაკა შალიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2022
გამოწერა
მსახიობი მაკა შალიკაშვილი თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს და აცხადებს, რომ აუცილებელია მშობელმა ბავშვს მუდმივად შთააგონოს, რომ საუკეთესოა. მსახიობი მშობლებს საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას უზიარებს.
მაკა შალიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
ყვითელი ამბები
„ჯვარი საიდუმლოდ დავიწერეთ“ – ვინ არის მაკა შალიკაშვილის ქმარი, რომელსაც 6 წელია მალავს
როგორც ინტერვიუში ამბობს, საკუთარ თავს ძალიან იღბლიან ადამიანად თვლის და უნდა ყველა მშობლის საყურადღებოდ თქვას, რომ ირგვლივ მყოფებს და, პირველ რიგში, მშობლებს ბავშვის ცხოვრებაში ლომის წილი აქვთ ყველანაირი თვალსაზრისით.

„მაგალითად, ჩემს მშობლებს უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩემ იღბლიანობაში. სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს, ეს ყველამ ვიცით. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩემზე ამბობდნენ – „ო, მაკა როგორი იღბლიანია“, „მაკას საოცარი იღბალი აქვს, სულ იგებს“. თამაში იქნება, სწავლა თუ რამე ელემენტარულის გაკეთება, ყველაფერთან მიმართებაში ეს სიტყვები მესმოდა. „დედა, ეს რომ გაიზრდება, ისეთი იქნება, ქვაზე რომ დასვა, იცხოვრებს“ და ა.შ. მოკლედ, ჩემ შესახებ სულ მესმოდა „ჩვენი იღბლიანი გოგო“ და მართლა იღბლიანი აღმოვჩნდი. ყოველთვის და ყველგან საინტერესო ხალხსა და სიტუაციებში ვხვდებოდი. მაგალითად, ავტობუსში რომ ავდიოდი, აუცილებლად მძღოლთან ჩამომიყალიბდებოდა ძალიან კარგი დამოკიდებულება“, – ამბობს მსახიობი ჟურნალ „თბილისელებთან“.

ყველა ახალი ამბავი
0