Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თითო ლარიც კი მნიშვნელოვანია...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი განცხადებას ავრცელებს

© courtesy of Veriko Turashviliმაიკო კაჭკაჭიშვილი
მაიკო კაჭკაჭიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2022
გამოწერა
ცნობილი კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი მეგობრის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს. როგორც ირკვევა, ქალი მცირეწლოვან ტყუპ შვილთან ერთად მეუღლემ მიატოვა და პარალელურად ქალს ქმრისგან დატოვებული ვალებიც აქვს დაკისრებული.
ნოდარ მელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
ყვითელი ამბები
ნოდარ მელაძის ტყუპი გოგონები ძალიან გაიზარდნენ და უსაყვარლესები არიან – ფოტოები

„მინდა გთხოვოთ ჩემს მეგობარზე, რომელიც ქმარმა მიატოვა წლინახევრის ტყუპით (ტყუპზე სხვანაირად განვიცდი, რადგან ვიცი, რას ნიშნავს ტყუპის გაზრდა). მცირე-მცირე სესხი ააღებინა ყველა ბანკში და გაიქცა. მე რაც შემეძლო, გავაკეთე. ამ აგვისტოში ვერ ვმუშაობ და, შესაბამისად, სათანადოდ ვერ დავეხმარე, ამიტომ დავწერე პოსტი, იქნებ დამიდგეთ გვერდით, აგვისტო-სექტემბერი გადავალახინოთ და დავეხმაროთ მარიამს და მის პატარა ტყუპს. მერე რამეს ვიზამ, სამსახურს და ძიძას ვუშოვი ღვთის წყალობით. თითო ლარიც კი მნიშვნელოვანია, იმდენად ცუდი მდგომარეობაა, დიდი მადლობა წინასწარ, მიყვარხართ“ – დაწერა მაიკო კაჭკაჭიშვილმა.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ ანგარიშზე: #GE83BG0000000161197117
ყველა ახალი ამბავი
0